Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • ყოფილმა და მოქმედმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე
  • საქართველო

ყოფილმა და მოქმედმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე

NewsGeorgia January 15, 2023
ყოფილმა და მოქმედმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა მოწვევის წარმომადგენლებმა. მიმართვის ტექსტი საზოგადოებას საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრმა მანანა ჯებისაშვილმა გააცნო.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსოფლიო რანგის სახელმწიფო მოღვაწე და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი დღეს საქართველო მტრის, პუტინის ტყვეა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ექსპერტების მკაცრი რეკომენდაციაა პაციენტ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანა უცხოეთის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში… ჩვენ, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, მეორეჯერ ვერ მივცემთ თავს უფლებას, მოგვიკლან პრეზიდენტი. შუალედური პოზიცია არ არსებობს. დუმილი კლავს. დუმილი დანაშაულია. საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.

პრეზიდენტისადმი მიმართვაზე ხელმოწერა

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმაც.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. 22 დეკემბერს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ “ემპათიის” სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა “ვივამედში” მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

Tags: ახალი ამბები მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სასამართლო საქართველო

Continue Reading

Previous: რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს?
Next: რატომ არ აქვს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

კავშირშია

ნიუ-ჯერსიში ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა ნიუ-ჯერსიში ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა
  • საქართველო

ნიუ-ჯერსიში ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა

“ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“ “ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“
  • საქართველო

“ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“

გაერო და საქართველო-ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნიუ-იორკში გაერო და საქართველო-ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნიუ-იორკში
  • საქართველო

გაერო და საქართველო-ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნიუ-იორკში

საინტერესო

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა
  • ახალი ამბები

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი? ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?
  • პოლიტიკა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?

ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი
  • ახალი ამბები

ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი

პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე
  • ახალი ამბები

პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.