
ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უფლებამოსილება ჩამოართვა დეპუტატ აზამატ აბილდაევს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას. მანამდე, საპარლამენტო პარტია „აკ ჟოლმა“ (ყახაზეთის დემოკრატიული პარტია) აბილდაევი თავისი რიგებიდან გარიცხა.
ამის მიზეზი გახდა აბილდაევის მიერ რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურთან ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება, რომ უკრაინასთან ომში ის მხარს რუსეთს უჭერს.
თანაპარტიელებმა პირველად თქვეს, რომ ეს იყო აბილდაევის “პირადი აზრი”. მაგრამ მოგვიანებით, „აკ ჟოლის“ პარტიის თავმჯდომარემ აზატ პეტრუაშევმა თქვა, რომ აბილდაევის განცხადებები “ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ასევე არღვევს პარტიის წევრისა და დეპუტატის ეთიკას.”
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აზამატ აბილდაევს დეპუტატის მანდატი 19 იანვარს ჩამოართვა. წინა დღით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევამა დაშალა პარლამენტის ქვედა პალატა, მაჟილისი და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ვადად19 მარტი დაასახელა.