Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • “ქართულმა ოცნებამ” ბორჯომში შეხვედრა გამართა
  • ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” ბორჯომში შეხვედრა გამართა

NewsGeorgia მარტი 18, 2023
“ქართულმა ოცნებამ” ბორჯომში შეხვედრა გამართა


საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა პარტიის პრესსამსახურმა და აღნიშნა, რომ “საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს”.

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა

“შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები”, – წერია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა

გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალებში ჩანს, რომ შეხვედრის სივრცეში არსებული სკამების ნაწილი ცარიელია. გავრცელებული კადრების მიხედვით, ამ შეხვედრას არ ესწრებიან დეპუტატები: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა უახლოეს პერიოდში დატოვოს და ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გავრცელებულ კადრებში, ასევე, არ ჩანდა რამდენიმე სხვა დეპუტატიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრებიც, თუმცა არა ყველა, მათ შორის განათლების მინისტრი. სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის “TV პირველი” წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება თანამდებობა დაატოვებინონ მიხეილ ჩხენკელს – მისი გადაყენება ე.წ. აგენტების კანონს შეიძლება უკავშირდებოდეს.

რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამაც” და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე” იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს – ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

Tags: ახალი ამბები ბორჯომში გამართა ოცნებამ ქართულმა შეხვედრა

Continue Reading

Previous: პუტინი ყირიმში ჩავიდა – პირველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ
Next: ჯო ბაიდენი „გამართლებულს“ უწოდებს ICC-ის მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას

კავშირშია

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

საინტერესო

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters
  • ახალი ამბები

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.