Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • პუტინის დაკავების ორდერი – რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?
  • პოლიტიკა

პუტინის დაკავების ორდერი – რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?

NewsGeorgia March 17, 2023
პუტინის დაკავების ორდერი – რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?



სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, აქვს მათი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება.

ჰააგის სასამართლოს ახსოვს პრეცედენტი, როდესაც გასცა დაკავების ორდერი ომარ ალ-ბაშირის (სუდანის ყოფილი პრეზიდენტი) წინააღმდეგ 2009 და 2010 წლებში და მიუხედავად ამისა, იორდანიამ არ დააკავა ალ-ბაშირი, მის ტერიტორიაზე ყოფნისას. ეს ქმედება სასამართლომ გაკიცხა და თქვა, რომ იორდანიას ჰქონდა ალ-ბაშირის დაკავების ვალდებულება.

პუტინის შემთხვევაში რთულია წინასწარ მსჯელობა, რომელი სახელმწიფო როგორ მოიქცევა, თუმცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სასამართლოს წევრ ქვეყნებს აქვთ მისი დაკავების ვალდებულება, როგორც კი მათ საზღვარს გადაკვეთს და ფეხს დადგამს მათ მიწაზე.

ამავე დროს, სასამართლოს წევრი სახელმწიფოების იძულების მექანიზმი არ არსებობს და შეიძლება იმის ვარაუდი, რომ რუსეთის მხარდამჭერ სახელმწიფოებზე, დაკავების ორდერი დიდ გავლენას არ მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სტატუტის წევრია 123 სახელმწიფო, მათ რიცხვში არ არის ჩინეთი.

შეიქმნება თუ არა სპეციალური ტრიბუნალი?

სპეციალური სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნას ჰააგის სასამართლო წყვეტს საკითხის მოცულობის და გარემოებებიდან გამომდინარე და წინასწარ გადაწყვეტით მტკიცება შეუძლებელია.

რუანდის და იუგოსლავიის ტრიბუნალები შეიქმნა, რადგან სასამართლო ვეღარ აუდიოდა საქმეების რაოდენობას და რესურსი არ ჰყოფნიდა დროული გამოძიებისთვის

ამ შემთხვევაში ჰააგის სასამართლომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი პუტინის გასამართლების მიმართულებით.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნორმალიზდება პუტინის სამსჯავროზე წარდგომის იდეა და ეს შეიძლება ფსიქოლოგიურ დონეზე გარდამტეხი მნიშვნელობის ბერკეტად იქცეს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში. მათ შორის, რუსული ელიტისთვისაც ჰააგა წარმოსახვითი „ბუადან“ სავსებით რეალურ პერსპექტივად იქცეს.

Tags: გადაწყვეტილება დაკავების ნიშნავს ორდერი პოლიტიკა პუტინის რას რუსეთ-უკრაინის ომი სასამართლოს ჰააგის

Continue Reading

Previous: საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?
Next: სტუდენტები ლექტორების წინააღმდეგ – რა ხდება მაშინ, როცა “თანაარსებობა შეუძლებელია”?

კავშირშია

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი? ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?
  • პოლიტიკა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?

“ფაშინიანსა და წარსულს შორის” – რა პერსპექტივა აქვს რუსეთს სომხეთში? “ფაშინიანსა და წარსულს შორის” – რა პერსპექტივა აქვს რუსეთს სომხეთში?
  • პოლიტიკა

“ფაშინიანსა და წარსულს შორის” – რა პერსპექტივა აქვს რუსეთს სომხეთში?

როგორ ემსახურებოდა არქიმანდრიტი ვასიანი რუსეთის სტრატეგიას ბულგარეთში? როგორ ემსახურებოდა არქიმანდრიტი ვასიანი რუსეთის სტრატეგიას ბულგარეთში?
  • პოლიტიკა

როგორ ემსახურებოდა არქიმანდრიტი ვასიანი რუსეთის სტრატეგიას ბულგარეთში?

საინტერესო

ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ფრენებზე მოლაპარაკება არ ყოფილა, მთავრობამ მოიწონა და დაამოწმა ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ფრენებზე მოლაპარაკება არ ყოფილა, მთავრობამ მოიწონა და დაამოწმა
  • ახალი ამბები

ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ფრენებზე მოლაპარაკება არ ყოფილა, მთავრობამ მოიწონა და დაამოწმა

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა
  • ახალი ამბები

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი? ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?
  • პოლიტიკა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?

ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი
  • ახალი ამბები

ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.