ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW)დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაკარგა კონტროლი თავის ქვეყანაში საინფორმაციო სივრცეზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არ დასტურდება 11 მარტს. რუსეთის ჯარების წინსვლა ბახმუტში. უკრაინული და რუსული წყაროები ქალაქში მძიმე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან, მაგრამ დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად ”ჩაიკეტნენ” ქალაქის ინდუსტრიულ რაიონებში და მნიშვნელოვანი წინსვლა უჭირთ.
ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ კრემლის გარემოცვაში მიმდინარეობს ბრძოლა და რომ კრემლმა დაკარგა ცენტრალიზებული კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ გამოასწორებს.
„კრემლი ვერ გაიმეორებს სტალინურ მიდგომას საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს თანამედროვე ანალოგის შესაქმნელად, რუსეთის შიდა საინფორმაციო სივრცეზე ცენტრალიზებული კონტროლისთვის – კრემლის “ელიტებს” შორის ბრძოლის გამო“, – განაცხადა ზახაროვამ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზახაროვას ეს განცხადება ადასტურებს ინსტიტუტის რამდენიმე შეფასებას:
- რომ კრემლში არსებობს დაპირისპირება პუტინის გარემოცვის მთავარ წევრებს შორის;
- რომ დროთა განმავლობაში პუტინმა დიდწილად დათმო რუსული საინფორმაციო სივრცე;
- რომ პუტინი აშკარად ვერ იღებს მკვეთრ ზომებს რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ „ვაგნერის“ დაჯგუფებას მკაცრ იდეოლოგიურ ელიტარულ სამხედრო ორგანიზაციად გადააქცევს და და რეკრუტირების ახალ ტალღას დაიწყებს.
ISW-ის 11 მარტის ანგარიშში უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ, კიდევ რამდენიმე მთავარი დასკვნაა.
- უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ შეიარაღებული ძალები სვატოვოს მიმართულებით წინ წავიდნენ;
- რუსული ძალები აგრძელებენ თავდაცვას ზაპოროჟიის ოლქში;
- რუსი მობილიზებული ჯარისკაცები საჯაროდ ჩივიან, რომ მეთაურები მათ ცუდად ეპყრობიან და იყენებენ, როგორც ადამიანურ ძალას არსებულ ფორმირებებში ხვრელების გასაკეთებლად;
- რუსი საოკუპაციო ჩინოვნიკები იყენებენ ბავშვების ჯანმრთელობას რუსეთის ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულების შესაქმნელად.