Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პრიგოჟინი დაემუქრა ადგილობრივ მოხელეს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში დაღუპულ „ვაგნერელთა“ დაკრძალვაზე
  • ახალი ამბები

პრიგოჟინი დაემუქრა ადგილობრივ მოხელეს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში დაღუპულ „ვაგნერელთა“ დაკრძალვაზე

NewsGeorgia მარტი 18, 2023
პრიგოჟინი დაემუქრა ადგილობრივ მოხელეს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში დაღუპულ „ვაგნერელთა“ დაკრძალვაზე

კრასნოდარის ოლქის ქალაქ გორიაჩი კლიუჩის ხელისუფლებამ აკრძალა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე დაკრძალვა, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სერგეი ბელოპოლსკის დაემუქრა, რომ გარდაცვლილთა ცხედრებს საკუთარ სახლში მიუტანდა.

17 მარტს პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა აუდიომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სურს აკრძალოს “ვაგნერელების” დაკრძალვა ბაკინსკაიას სასაფლაოზე ჟურნალისტების მხრიდან „არასასურველი ყურადღების“ გამო.

“ერთადერთი, რამაც მას აიძულა ხელი აეღო ამ განზრახვაზე, იყო ჩემი მუქარა, რომ თუ ჩვენი მებრძოლების დაკრძალვის უფლებას არ მოგვცემდა, მაშინ წავიღებდი მათ ცხედრებს და მისი სახლის ოთახში დავუდებდი. ამის შემდეგ ის გაჩერდა, მაგრამ გაუბედავად იმეორებდა, რომ ზემოდან ვიღაცამ უბრძანა დაკრძალვის შეჩერება”, – ამბობს პრიგოჟინი.

შაბათს პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ კვლავ დააწესა აკრძალვა ახალი მიცვალებულების დამარხვაზე. ამის მიუხედავად, პრიგოჟინმა თქვა, რომ 19 მარტს დაგეგმილი დაკრძალვა მაინც გაიმართება და ცერემონიაზე ჟურნალისტები მიიწვია.

ქალაქ გორიაჩი კლიუჩის ხელისუფლება ამ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე სასაფლაო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამარხს წარმოადგენს.’

  • კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე, 2-დან 23 თებერვლის განმავლობაში 80 ახალი საფლავი გამოჩნდა, -ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას აცნობა ყუბანელმა აქტივისტმა, ვიტალი ვატანოვსკიმ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების აღრიცხვას აწარმოებს.
  • აქტივისტის თქმით, ამ არეალში „ვაგნერელთა“ საფლავების საერთო რაოდენობა ამჟამად თითქმის 400-ს აღწევს.
Tags: ადგილობრივ ახალი ამბები დაემუქრა დაკრძალვაზე დაღუპულ ვაგნერელთა თქვა მოხელეს პრიგოჟინი რომელმაც უარი უკრაინაში

Continue Reading

Previous: პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც დასჯადი ხდება დაქირავებულ “ბოევიკთა” დისკრედიტაცია
Next: უკრაინამ სანქციები დაუწესა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს

კავშირშია

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

საინტერესო

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters
  • ახალი ამბები

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.