Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პრეზიდენტი უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
  • ახალი ამბები

პრეზიდენტი უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

NewsGeorgia January 20, 2023
პრეზიდენტი უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადება “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს”, – წერია განცხადებაში.

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალთან”, სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.

გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია. ასევე, დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია
Next: პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

კავშირშია

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

საინტერესო

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.