Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პოდოლიაკმა განმარტა, თუ რატომ შეეძლოთ მოეკლათ უკრაინელი ბიზნესმენი კირეევი
  • ახალი ამბები

პოდოლიაკმა განმარტა, თუ რატომ შეეძლოთ მოეკლათ უკრაინელი ბიზნესმენი კირეევი

NewsGeorgia January 19, 2023
პოდოლიაკმა განმარტა, თუ რატომ შეეძლოთ მოეკლათ უკრაინელი ბიზნესმენი კირეევი



უკრაინელი ბანკირი და რუსეთთან მოლაპარაკებაში ჩართული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი უკრაინაში მოკლეს იმის გამო, რომ ომის პირველ დღეებში არ არსებობდა „ერთიანი კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რაც The Wall Street Journal-მა დიდი სტატია მიუძღვა კირეევის მკვლელობას.

ამერიკული გამოცემის თანახმად, დენის კირეევი, რომელიც გასული წლის თებერვლის ბოლოს გომელის ოლქში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კიევში მარტის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

გასული წლის თებერვალში უკრაინულმა ტელეარხმა „მე-5 არხმა“ უჩვენა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბანკირი კირეევი იყო რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ოპერატიული თანამშრომელი, რომელიც თავის კურატორთან შესახვედრად ყოველთვიურად ჩადიოდა რუსეთში.

45 წლის დენის კირეევი მუშაობდა Citibank-ის, Credit Lyonnais-ის, Rabobank-ისა და ასევე „ოშჩედბანკის“ უკრაინის ფილიალებში.

The Wall Street Journal-ს თანახმად, უკრაინის დაზვერვამ სწორედ კირეევისგან შეიტყო პირველად რუსეთის პრეზიდენტის იმ ბრძანების შესახებ, რომლის საფუძველზეც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია იგეგმებოდა.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ 2021 წლის გაზაფხულზე მან პირადად მიმართა კირეევს თხოვნით, რომ მისი კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, შეეცადა, ჩანერგილიყო, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში. კირეევი დათანხმდა ამ წინადადებას და, გამოცემის თანახმად, დაიწყო მოგზაურობა ხარკოვის რეგიონში, სადაც სხვა სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან ერთად მან მანქანით გადაკვეთა რუსეთთან საზღვარი. კირეევი რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა რუსეთიდან და შეგროვებული ინფორმაცია ბუდანოვს გადასცა.

გასული წლის მარტში გამოცემა “სააგენტო” იტყობინებოდა, რომ კირეევი კიევში შესაძლოა გაუგებრობის გამო მოეკლათ.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, დენის კირეევს უკრაინის უშიშროების სამსახური თითქოს ბრალს დებდა სახელმწიფო ღალატში.

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კირეევის მკვლელობის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან მისი მკვლელობის საქმის გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო გამოძიების ბიურო აწარმოებს.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: მედვედევი ბირთვულ მუქარას განაგრძობს
Next: უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პრორუს მიტროპოლიტ პავლეს წინააღმდეგ

კავშირშია

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

საინტერესო

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.