Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს
  • ახალი ამბები

ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

NewsGeorgia January 20, 2023
ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს



ფინეთის მთავრობამ უკრაინისათვის 400 მილიონი ევროს (434 მილიონი დოლარი) მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 20 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და 590 მილიონ ევროს მიაღწევს. ამასთან ფინეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დახმარების კომპლექტში არ იქნება Leopard 2-ის მარკის ტანკები.მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, გერმანია ჯერჯერობით უარზეა და არც ნატოს სხვა მოკავშირეებს აძლევს თანხმობას, რომ გერმანული მოდელის ტანკები გადასცენ უკრაინას.
დღეს, 20 იანვარს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ამ ჯგუფში 50-ზე მეტი ქვეყანაა. სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს, განიხილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის გადაცემის საკითხი.
ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “ტალინის დეკლარაციას”, რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ შემდგომი სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის წინააღმდეგ მეომარ უკრაინის არმიას.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ თანახმად, დეკლარაციას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა, ასევე დანიის, ნიდერლანდის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებმა.”ამიტომ, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, ერთობლივად გავაგრძელოთ უპრეცედენტო დახმარება, კერძოდ, მოწინავე საბრძოლო ტანკების, მძიმე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის ტექნიკის, საბრძოლო მასალების და ქვეითი საბრძოლო მანქანების უკრაინის თავდაცვისთვის გადაცემის მიმართულებით”, – ამბობენ “ტალინის დეკლარაციის” ხელმომწერები.კერძოდ, დანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავის შეიარაღებაში არსებულ 19 ფრანგულ თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“, რომელიც ამ ტიპის იარაღებში საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.
ესტონეთმა და ლიეტუვამ გამოაცხადეს რეკორდული დახმარების პაკეტები; ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციასთან ერთად, უკრაინას Brimstone-ის კლასის 600 რაკეტას გადასცემს.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: უკრაინის პირდაპირი ბრიფინგი: ზელენსკი ტანკებზე მიმართვას აგრძელებს; გამოცხადდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი
Next: ვიდეო: ერთი მილიონი ქუჩაში საფრანგეთში საკამათო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

კავშირშია

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა
  • ახალი ამბები

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
  • ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა
  • ახალი ამბები

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

საინტერესო

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა
  • ახალი ამბები

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
  • ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა
  • ახალი ამბები

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
  • ახალი ამბები

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.