Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა
  • ახალი ამბები

პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა

NewsGeorgia January 25, 2023
პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა

რომის პაპმა ფრანცისკემ კანონებს, რომლებიც ლგბტ+ პირების კრიმინალიზებას ახდენს, უსამართლო უწოდა და ეპისკოპოსებს ყოველი ადამიანის მიმართ სიფაქიზისკენ მოუწოდა.

„ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის,“ თქვა ფრანცისკემ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან გაიხსენა კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო და თქვა, რომ საჭიროა გეების მიღება და პატივისცემა, არ უნდა ხდებოდეს მათი მარგინალიზება და დისკრიმინაცია.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია The Human Dignity Trust-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰომოსექსუალური ურთიერთობები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია კრიმინალიზებული, 11 მათგანში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის სექსი სიკვდილით ისჯება. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ჰომოსექსუალობა არ არის კრიმინალიზებული, მაგრამ არსებული კანონები ხელს უწყობს ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ დევნას, სტიგმატიზაციას და ძალადობას.

ფრანცისკეს თქმით, კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია და უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ამ უსამართლობას ბოლო მოეღოს. „მან ეს უნდა გააკეთოს“, აღნიშნა პაპმა და დასძინა, რომ ეპისკოპოსებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ კანონებს, „გარდაქმნის პროცესი უნდა გაიარონ“ და სინაზე გამოავლინონ „ისე, როგორც ღმერთი იჩენს ყოველი ჩვენგანის მიმართ“.

ამასთან, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ, მართალია, ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა. Associated Press-ის ჟურნალისტებთან საუბარში ის გამოვიდა წინადადებით, „ჯერ გაიმიჯნოს ცოდვა და დანაშაული“ და გაიმეორა, რომ ერთმანეთის მიმართ მოწყალების არქონაც ცოდვაა.

კათოლიკური ეკლესია არ ცნობს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას, „ვინაიდან ღმერთს არ შეუძლია აკურთხოს ცოდვა“, ნათქვამია ვატიკანის 2021 წლის დეკრეტში.

ადრე ანგლიკანურმა ეკლესიამ ლგბტ+ თემის წინაშე ბოდიში მოიხადა ერთი და იმავე სქესის პირთა ჯვრისწერაზე უარისთვის.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ანდრი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
Next: „ჯაშუშობის ბრალდება უკანონოა“ – ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.