Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • „ორჯერ დაიხალეს ტყვია ფეხში“ – რატომ არ აძლევს ხელს კრემლს დისტანციურად მომუშავე რუსების დასჯა
  • მსოფლიო

„ორჯერ დაიხალეს ტყვია ფეხში“ – რატომ არ აძლევს ხელს კრემლს დისტანციურად მომუშავე რუსების დასჯა

NewsGeorgia January 15, 2023
„ორჯერ დაიხალეს ტყვია ფეხში“ – რატომ არ აძლევს ხელს კრემლს დისტანციურად მომუშავე რუსების დასჯა


ახლახან კიდევ ერთი ინიციატივა წამოაყენეს. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამ-არხზე მოსაზრება გამთქვა, რომ ქვეყნიდან წასული ოპოზიციონერები, ის ხალხი, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ვინც უკრაინაში ომის წინააღმდეგია – მოღალატეები არიან. მედვედევი მიიჩნევს, რომ მათ ხალხისა და სახელმწიფოს მტრის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

„ეს ხალხი ცხოვრების ბოლომდე აღარ უნდა შემოუშვა რუსეთში. სრულიად უნდა მოწყვიტო შემოსავლის იმ წყაროს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ, რაც არ უნდა იყოს ის. ამორალურია, როდესაც მოღალატეები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დამარცხება სურთ რუსეთში ფულს შოულობენ“. – დაწერა მედვედევმა. მისი აზრით, ამ ხალხის დაბრუნება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუკი ისინი შეინანებენ.

„ნასტოიაშჩაია ვრემიამ“ ეს თემა დმიტრი გუდკოვთან ერთად განიხილა, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსია და რუსეთი დატოვა.

– როგორ უყურებთ მედვედევის წინადადებას?

დმიტრი გუდკოვი

დმიტრი გუდკოვი

– როდესაც რუსეთში დაბრუნებას შევძლებ, სამხედრო დამნაშავეები უკვე ჩვენი სამშობლოს საზღვრებს მიღმა იქნებიან, სადღაც ჰააგაში განსასჯელის სკამზე. უბრალოდ ადგილებს გავცვლით.

– მოდით, ვისაუბროთ მედვედევის როლზე დღევანდელ პოლიტიკაში. არაერთხელ ითქვა, რომ ახლა ის განსვენებული ჟირინოვსკის როლს ასრულებს ანუ რაღაც უცნაური წინადადებით გამოდის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– ჟირინოვსკისთან ხუთი წელი ერთ პარლამენტში ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, რომ მედვედევი მის როლს ვერ შეასრულებს. არც ეგეთი ნიჭიერია და არც საკმარისი ქარიზმა აქვს.

– და მაინც მედვედევი სახელმწიფო მოღვაწეა, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი. თან ის ერთადერთი არაა, ვისაც საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხოვრების გართულება სურს. როგორ უყურებთ სენატორ კლიშასის ინიციატივას, შეზღუდვები დაწესდეს რუსულ კომპანიებში საზღვარგარეთ დისტანციურად მუშაობაზე. ესეც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

– მედვედევიც და კლიშასიც მხოლოდ რუსეთის იმ მოქალაქეებს კი არ ურთულებენ ცხოვრებას, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ, არამედ იმათაც, ვინც დარჩა ანუ ყველას. ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი მომავალ წელს დასრულდება. სინამდვილეში ამ ინიციატივებით მხოლოდ იმას მიაღწევენ, რომ ის პროფესიონალები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან რუსეთში აღარასოდეს დაბრუნდებიან. ახლა ისინი რუსულ ბიზნესს ეხმარებიან, რომ ამ პირობებში როგორმე გადარჩეს. თუ რუსეთის კერძო სექტორი სპეციალისტების გარეშე დარჩება, ეს რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო ჩამოშლის.

ეს იგივეა ფეხში ტყვია დაიხალო. ასეთი სანქციებით ადამიანურ კაპიტალს კარგავ. ნებისმიერი ქვეყანა და მისი ეკონომიკა სპეციალისტების ხარისხზეა დამოკიდებული, ხალხის განათლების დონეზე. თუ ხალხს გადასახადებს გაუზრდიან ისინი ალტერნატივის ძებნას დაიწყებენ. 2 მილიონ ადამიანამდე უკვე გავიდა ქვეყნიდან, ძირითადად პროფესიონალი, განათლებული ხალხი, ისინი არა მხოლოდ რუსეთში, მსოფლიო ბაზარზეც მოთხოვნადები არიან. ისინი პრობლემებს წააწყდებიან, მაგრამ ორ-სამ თვეში გადაჭრიან მათ. სადმე გადავლენ, სამსახურს შეიცვლიან და საბოლოოდ იმდენი ხანი დარჩებიან სხვა ქვეყანაში, რომ როდესაც დაბრუნების შესაძლებლობა იქნება, მაშინაც აღარ წამოვლენ უკან.

მეც ხომ ვიცი როგორია, როცა მიდიხარ. თავიდან უამრავი პრობლემა გაქვს. ცხოვრებას ხელახლა იწყებ. უამრავი საყოფაცხოვრებო საკითხი უნდა მოაგვარო, ბავშვი სკოლაში წაიყვანო. გადის ერთი წელი, ორი და შემდეგ უკვე დაბრუნებაა პრობლემა. ისევ ყველაფერი უნდა შეცვალო, ისევ მოძებნო სკოლა ბავშვისთვის…

მათ ახლა ახალი მტერი სჭირდებათ, რომელსაც ადვილად მოერევიან. უკრაინას ბრძოლის ველზე ვერ უგებენ, ეს მათ ცხოვრებას უმწარებს. მიჩვეულები არიან, ხალხს თავი მოაჩვენონ, თითქოს ძლიერები და მაგრები იყვნენ. ომის ფონზე კი საცოდავები ჩანან.

ორჯერ დაიხალეს ტყვია ფეხში. ერთი, რომ სპეციალისტებს კარგავენ და მეორე, მათი მუდმივი კრიტიკით მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წისქვილზე ასხამენ წყალს. მაგალითს მოვიყვან, თებერვალში მიუნხენში ჩატარდა კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე. იქ მსოფლიო ლიდერებმა მოიყარეს თავი. პუტინმა სიტყვა წარმოთქვა. მომავალი წლისთვის კონფერენციაზე პუტინს, მედვედევს, ლავროვს კი არ დაუძახეს, არამედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. უკვე მედვედევი კი აღარ წარმოადგენს რუსეთს, არამდე სულ სხვა ხალხი. და ვფიქრობ, ეს პუტინს ხალხის თვალში ლეგიტიმაციას დაუკარგავს, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას – პირიქით. ეს უამრავ პრობლემას შექმნის როგორ ხელისუფლებისთვის, ასევე რუსეთის ეკონომიკისთვის.

Tags: დისტანციურად მუშაობა კრემლი მობილიზაცია მსოფლიო ომი პოლიტიკა პუტინი რუსები რუსები საქართველოში საქართველო უკრაინა

Continue Reading

Previous: მაკფოლი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა ეს იქნება ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება
Next: ევრო ზონა სავარაუდოდ რბილი რეცესიისკენ იხრება

კავშირშია

რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის
  • მსოფლიო

რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის

ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში
  • მსოფლიო

ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში

შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა? შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა?
  • მსოფლიო

შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა?

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.