Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე აღძრეს თბილისში საცხოვრებლად გადმოსული რუსლან გამისონიას წინააღმდეგ
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე აღძრეს თბილისში საცხოვრებლად გადმოსული რუსლან გამისონიას წინააღმდეგ

NewsGeorgia January 23, 2023
ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე აღძრეს თბილისში საცხოვრებლად გადმოსული რუსლან გამისონიას წინააღმდეგ



სოხუმის ე.წ. პროკურატურა რუსლან გამისონიას ედავება „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასა“ და „მედიის გამოყენებით საჯარო მოწოდებებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ“. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

დე ფაქტო პროკურატურა ირწმუნება, რომ გამისონიამ „აფხაზეთი 2022 წლის ივნისში დატოვა, განზრახ, უკანონოდ, გამშვები პუნქტის მიღმა მოქმედი დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე“.

2022 წლის აგვისტოში ბლოგერმა დაურ ბუავამ თავის TikTok-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დე ფაქტო უწყებებმა ამოიკითხეს „იდეები, რომლებიც შეიცავს მომხმარებელთა შეუზღუდავი წრისადმი ფარულ მიმართვას, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას და აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოში შემადგენლობაში შესვლას“.

გამისონიამ განაცხადა, რომ იძულებული იყო, სოხუმიდან თბილისში გადასულიყო.

„ის, რაც აფახზეთში ხდება… ის ძალა, რომელიც სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, ყიდის მიწებს, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული. არ არის განვითარება, ეწევა პროგაგანას, რომ აქ მტრებია, თითქოს მტრებია, მაგრამ აქ მტრები არ არიან. ერთობლივი დიალოგის დროა. უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება, უნდა მივიდეთ მომავალთან. აქ არის მომავალი, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება, მშვიდობა მსოფლიოს“.

სოხუმის ე.წ პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად რუსლან გამისონიას მონაწილეობით „მედიაში სხვა პუბლიკაციების ფაქტზე პროცედურული შემოწმება მიმდინარეობს“.

„ვიდეომასალა, რომელშიც გამისონია რუსლანი ფიგურირებს, ლინგვისტურ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რომლის დასრულებისა და მიღების შემდეგ გამომძიებელი საპროცესო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამისონია თავის tiktok-ის გვერდზე ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოს რეგიონია“ და „ქართველი ხალხი დიადი ხალხია, რომელსაც სურს დაეხმაროს აფხაზების გადარჩენას“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, გამისონია განზრახ მკვლელობისა და „რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებების ჩადენის ფაქტზეა” ნასამართლევი. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსმა რობერტ კიუტმა განაცხადა.

მანამდე „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით ოკუპირებულ აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს 2021 წელს თბილისში საცხოვრებლად გადმოსული დაურ ბუავას წინააღმდეგ. სოხუმში განაცხადეს, რომ მისი ვიდეოები მიმართულია „რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ“.

უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბუავა რუსეთში ძებნილთა ფედერალურ სიაშია შეყვანილი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვითვის. ბლოგერი განცხადებას „წმინდა წყლის სიცრუეს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის რუსეთში სწავლობდა და თავისუფლად გადაკვეთა „რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი“.

გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: რუსეთის ტელეარხი RT France-ი საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო წყვეტს საქმიანობას
Next: საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა აქვს დადებითი დინამიკა

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.