Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • ოკუპაციასთან მებრძოლი მოხუცი ავადმყოფობასაც ებრძვის
  • საქართველო

ოკუპაციასთან მებრძოლი მოხუცი ავადმყოფობასაც ებრძვის

NewsGeorgia January 15, 2023
ოკუპაციასთან მებრძოლი მოხუცი ავადმყოფობასაც ებრძვის


ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მარტოდ დარჩენილი ვალია ვანიშვილი ავადმყოფობას ებრძვის. ვანიშვნილების ოჯახი ერთადერთია ამ სოფელში, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ უარი თქვა საკუთარი სახლი მიეტოვებინა და დევნილის ხვედრი გაეზიარებინა. ვალია ვანიშვნილის მეუღლე, დათა ვანიშვნილი გასულ წელს გარდაიცვალა. დათა პაპა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო თავისი სიმტკიცით. 84 წლის მოხუცი რუსმა მესაზღვრეებმა არაერთხელ დააპატიმრეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მასზე ფიზიკური ზეწოლაც განახორციელეს, თუმცა ის არ გატყდა. სიცოცხლის უკანასკნელი ათ წელზე მეტი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში მყოფმა გაატარა.

ჟურნალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ვინც ხურვალეთში მიდიოდა, ის დაუზარლად უდასტურებდა, რომ ოკუპირებული მიწა, რომელზეც მისი სახლი დღესაც დგას, საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს. დათა ვანიშვნილი, დათა პაპა 2021 წლის 22 მარტს ხურვალეთის მიწას მიაბარეს. მას შემდეგ, მავთულხლართით გაღობილ სახლში ერთადერთი მცხოვრები მისი ქვრივია, ვალია ვანიშვნილი.

ვალია ბებო დათა პაპას ანდერძს ასრულებს და უარს ამბობს ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდგარი სახლი მიატოვოს. მან 80 წელს გადააბიჯა. სიმარტოვეში ცხოვრებას დიდ გამოწვევად მიიჩნევს, თუმცა ამ მოცემულობას ვერ ცვლის.

მალხაზ ვანიშვნილი, დათა და ვალია ვანიშვნილების შვილიშვილი, ვინც ოკუპანტების მიერ არაერთხელ იქნა დაკავებული და ცხინვალის ციხეში გადაყვანილი, ამჟამად საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ვერაფრით ახერხებს მარტო მყოფი ბებიის დახმარებას, რომელიც ამჟამად ავადმყოფობას ებრძვის. ვალია ვანიშვნილი სახლში მარტო იმყოფება. მას გათბობისთვის შეშის ღუმელი აქვს, რომლის მილიც შესაკეთებელია. ამის გამო, ანთებული ღუმელი სახლში კვამლს აყენებს. მოხუცმა ან კვამლს უნდა გაუძლოს და ან სიცივეს. ფიზიკურად მისი დამხმარე ადგილობრივად არავინაა. საქართველოს კონტროლირებული მხარიდან მასთან მიახლოვება ნებისმიერი ადამიანისთვის იქცევა პრობლემად, ვინც ამას გაბედავს. უსაფრთოხების ზომებიდან გამომდინარე, ქართული პოლიცია არაოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ ნათესავებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გადაპარვის უფლებას არ აძლევს.

„მიშველეთ, დამეხმარეთ. პაპა დავკარგე და ახლა ბებოც რომ დავკარგო, არ მინდა,“- გვეუბნება მალხაზ ვანიშვნილი.

დათა ვანიშვილი, რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ხურვალეთში

დათა ვანიშვილი, რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ხურვალეთში

„ამერიკის ხმამ“ ვალია ბებოსთან დაკავშირება ჯერ ვერ შეძლო. მისი უახლოესი ადამიანები კი გვეუბნებიან, რომ მას სიცხე აქვს და ოსურმა სასწრაფომ განუცხადა, რომ შესაძლოა, ეს კორონა-ვირუსი იყოს.

მოხუცს რამდენიმე ხელიდან ხელში გადაწოდებული მედიკამენტები ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფრის მფლობელმა ლუდა სალიამ მიაწოდა. „ამერიკის ხმასთან“ ლუდა სალია ამბობს, რომ მას მოხუცი პირადად არ უნახავს ამჯერად, თუმცა მანამდე რამდენჯემე ესაუბრა და ისიც კი შესთავაზა, რომ მის თავშესაფარში გადასულიყო.

„ვუთხარი, რომ მოვუვლი, მივხედავ, ჩემთან თუ გადმოვა, მაგრამ სასტიკ უარს მეუბნება. ამბობს, რომ ფეხს არ მოიცვლის და თავის სახლს არ მიატოვებს“,- გვეუბნება ლუდა სალია.

სათვალთვალო კოშკურა ხურვალეთთან

სათვალთვალო კოშკურა ხურვალეთთან

ის, რომ სახლის მიტოვებას არ აპირებს, „ამერიკის ხმისთვის“ არაერთხელ დაუდასტურებია თავად ვალია ვანიშვნილს. ის ამბობს, რომ მისი მეუღლის ანდერძის მიხედვით, სახლი არ უნდა დატოვოს. „როგორც კი აქედან წავალ, რა გგონიათ, რა მოხდება? ეს რუსები ეგრევე ამ სახლს დაიკავებენ“, – გვეუბნებოდა ვალია ვანიშვნილი.

„მე რომ იქით გადავიპარო, რუსები ეგრევე დამიჭერენ და წამიყვანენ ცხინვალში,“- ამბობს ჩვენთან მალხაზ ვანიშვნილი, ვანიშვნილების შვილიშვილი. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მავთულხლართებს მიუხლოვდეს და ბებო ასე ნახოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელების თანხლებითაა. მალხაზ ვანიშვნილი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საბოლოოდ ორი წლის წინ გადმოვიდა, მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე მოხვდა ცხინვალის ციხეში და რუსები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მავთულხლართებს აქეთ-იქით გადაადგილების გამო განადგურებით დაემუქრნენ. მანამდე, მალხაზ ვანიშვნილი ბებიასთან და პაპასთან პოლიციისგან და რუსი მესაზღვრეებისგან მალულად იპარებოდა. მესამე ტყვეობისა და ფიზიკური ზეწოლის შემდეგ, ის ვეღარ ბედავს იმ სახლში მივიდეს, სადაც გაიზარდა.

რუსული სათვალთვალო ჯიხური ხურვალეთში, საქართველო

რუსული სათვალთვალო ჯიხური ხურვალეთში, საქართველო

ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც ვალია ვანიშვნილი პირადად ნახა და საკვები მიაწოდა დავით ქაცარავაა, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი. მოძრაობის წევრები მუდმივად ზრუნავენ მოხუცზე და მისთვის საკვები, მედიკამენტები და შეშა მიაქვთ. ამგვარი დახმარების უზრუნველყოფას ისინი გააგრძელებენ მომავალშიც, მაგრამ მოხუცისთვის უკვე ისიც კი რთულია, რომ გადაწოდებული საკვები თუ შეშა სახლამდე მიიტანოს.

ხურვალეთში მუდმივი პრობლემაა სასმელი წყალიც. საჭიროა მისი მომარაგება და რამდენიმე დღის განმავლობაში გამოზოგვა. ამას ემატება ისიც, რომ რუს მესაზღვრეებს საგუშაგო პუნქტი პირდაპირ ვალია ვანიშვნილის ეზოს მიმდებარედ აქვთ მოწყობილი. მოხუცი მუდმივად რუსული თვალთვალის ქვეშაა.

წინ რთული და გრძელი ზამთარია. ოკუპანტებთან მებრძოლი მარტოხელა მოხუცი ახლა უკვე ავადმყოფობასაც ებძვის. არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მისი გულშემატკივრები კი იმ გზების ძიებაში არიან, როგორ შეიძლება ვალია ვანიშვნილი ამ სირთულეებს გადაურჩეს და დარჩეს ცოცხალი.

Tags: საქართველო

Continue Reading

Previous: IAEA გააძლიერებს წარმომადგენლობას უკრაინის ატომურ სადგურებზე
Next: გენერალი ჯონსი: უკრაინის ბედია, რომ ევროპის თავდაცვის წინა ხაზზე იდგეს

კავშირშია

“საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია” “საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია”
  • საქართველო

“საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია”

საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის
  • საქართველო

საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“ ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“
  • საქართველო

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“

საინტერესო

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ
  • ახალი ამბები

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
  • ახალი ამბები

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.