Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ოჯახის ინფორმაციით, მე-3 დღეა, პოლონეთში ლაგოდეხელი 21 წლის მიშო ხარაშვილი გაუჩინარდა
  • ახალი ამბები

ოჯახის ინფორმაციით, მე-3 დღეა, პოლონეთში ლაგოდეხელი 21 წლის მიშო ხარაშვილი გაუჩინარდა

NewsGeorgia January 15, 2023
ოჯახის ინფორმაციით, მე-3 დღეა, პოლონეთში ლაგოდეხელი 21 წლის მიშო ხარაშვილი გაუჩინარდა



ოჯახის წევრების ინფორმაციით, მესამე დღეა, ვერ უკავშირდებიან კახეთიდან 6 თვის წინ პოლონეთის ქალაქ შჩეცინიში სამუშაოდ წასულ, წარმოშობით ლაგოდეხელ 21 წლის მიშო ხარაშვილს.

მიშოს მამამ, სერგო ხარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს შვილს 12 იანვარს ელაპარაკა, მეორე დღეს კი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა.

“ხუთშაბათს მოსაკითხად ორჯერ დავურეკე და ველაპარაკე, მეორე დღეს მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ბიჭებმა შემატყობინეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა. ოთხნი ცხოვრობდნენ ერთად. ერთ-ერთი ჩვენი ნათესავია, რომელიც პოლონეთში ოთხშაბათს, 11 იანვარს ჩავიდა. მიშოს თხოვნით, აქედან საკვებიც კი გავატანეთ. ეს ბიჭები მეუბნებიან, რომ მიშო დილით სახლში არ დახვდათ, სად წავიდა არ იციან. მობილური ტელეფონი ბინაში აქვს დატოვებული. ყველა ერთად ხის საამქროში მუშაობდა, ხის მორებს ამუშავებდნენ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სერგო ხარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიშოს დაკარგვის შესახებ შეატყობინეს ლაგოდეხის ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას:

“როგორც მითხრეს, ქართველი მისულა პოლონეთის პოლიციაში და განცხადება დაუწერია მიშოს დაკარგვის შესახებ. პოლონელი სამართალდამცავები საქმის კურსში არიან და მიმდინარეობს ძებნა. მეტი არაფერი ვიცი. მიშოს დედაც ემიგრაციაშია, იტალიაში და ახლა აპირებდა დაბრუნებას”.

მიშო ხარაშვილის სოციალურ ქსელ ფეისბუქში ბოლო აქტივობა 13 იანვარს, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე ფიქსირდება. “მიშო წერს: ბოდიში თუ რამე დამიშავებია თქვენთვის ოდესმე”.

ასევე, 13 იანვარს 04:54 წუთზე დაწერა: “ყველა მიყვარხართ გულში”.

დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია მასალაში მიღებისთანავე აისახება.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ვერაფერსაც დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე – წულუკიანი სააკაშვილს
Next: ენმ–ის ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.