Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • ნატო რუსეთის მოქმედებებზე დასაკვირვებლად რუმინეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს განალაგებს
  • მსოფლიო

ნატო რუსეთის მოქმედებებზე დასაკვირვებლად რუმინეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს განალაგებს

NewsGeorgia January 18, 2023
ნატო რუსეთის მოქმედებებზე დასაკვირვებლად რუმინეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს განალაგებს



სამშაბათს რუმინეთში ნატოს სათვალთვალო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რათა სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი გააძლიეროს და რუსულ სამხედრო მოქმედებებზე დაკვირვებას დააუმჯობესოს.

პირველი ასეთი თვითმფრინავი, ბუქარესტის სიახლოვეს მდებარე ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, რუმინეთში კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი ჩაფრინდება. ეს თვითმფრინავები ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება.

გასულ კვირაში ნატომ განაცხადა, რომ ბუქარესტში საჰაერო ბაზირების გაფრთხილების და კონტროლის სისტემებს (AWACS) განალაგებს, საიდანაც ისინი სადაზვერვო ფრენებს მხოლოდ ნატოს ტერიტორიის თავზე შეასრულებენ.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის კონტექსტში, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო მოქმედებებს „ავაქს“ თვითმფრინავების დახმარებით დააკვირდება“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტის ქვეყნებში საჰაერო ძალების წარმომადგენლობა გააძლიერა, იყენებს ავიაგამანადგურებლებს, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და (საჰაერო) ტანკერებს.

რუმინეთში განლაგებული თვითმფრინავები ნატოს 14 სადაზვერვო თვითმფრინავისგან შემდგარ ფლოტს ეკუთვნის, რომელიც გერმანიაშია განლაგებული. ნატოს განცხადებით, ამ თვითმფრინავებს სხვა საფრენი აპარატების აღმოჩენა ასეულობით კილომეტრის დაშორებით შეუძლია.

„იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსეთის უკანონო ომი გრძელდება და ევროპაში მშვიდობას და უსაფრთხოებას ემუქრება, არ უნდა არსებობდეს ეჭვი ნატოს მტკიცე ნების შესახებ, რომ ის ალიანსის ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს,“ – განაცხადა ნატოს პრეს-მდივანმა ოანა ლუნგესკუმ

Tags: NATO ახალი ამბები ბუქარესტი მსოფლიო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი ომი უკრაინაში რუმინეთი რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სადაზვერვო სათვალთვალო

Continue Reading

Previous: მდინარაძე ოპონენტებს ლავროვის განცხადების ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებაში ადანაშაულებს
Next: ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა არიე დერის გამინისტრება, ამან შესაძლოა ახალი არჩევნები გამოიწიოს

კავშირშია

„სახელმწიფომ თქვა, მოკეტე და შობეო!“ „სახელმწიფომ თქვა, მოკეტე და შობეო!“
  • მსოფლიო

„სახელმწიფომ თქვა, მოკეტე და შობეო!“

„რუსეთზე უარის თქმა სერბეთზე უარის თქმაა“ – რა სურთ “სერბული სამყაროს” იდეის ავტორებს? „რუსეთზე უარის თქმა სერბეთზე უარის თქმაა“ – რა სურთ “სერბული სამყაროს” იდეის ავტორებს?
  • მსოფლიო

„რუსეთზე უარის თქმა სერბეთზე უარის თქმაა“ – რა სურთ “სერბული სამყაროს” იდეის ავტორებს?

ბრიუსელი გეგმავს გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დაფინანსებას 2025 წლის შემდეგ ბრიუსელი გეგმავს გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დაფინანსებას 2025 წლის შემდეგ
  • მსოფლიო

ბრიუსელი გეგმავს გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დაფინანსებას 2025 წლის შემდეგ

საინტერესო

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა
  • ახალი ამბები

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ
  • ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ

სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო
  • ახალი ამბები

სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს
  • ახალი ამბები

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.