Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • “მთელი დღე ფეხზე, სიცივეში, უნდა ჩამოვასხა 20 ათასი ბოთლი და ჩავაწყო ყუთებში” – საირმეში გაფიცულები ხელფასების ზრდას და პირობებს ითხოვენ
  • ეკონომიკა

“მთელი დღე ფეხზე, სიცივეში, უნდა ჩამოვასხა 20 ათასი ბოთლი და ჩავაწყო ყუთებში” – საირმეში გაფიცულები ხელფასების ზრდას და პირობებს ითხოვენ

NewsGeorgia თებერვალი 20, 2023
“მთელი დღე ფეხზე, სიცივეში, უნდა ჩამოვასხა 20 ათასი ბოთლი და ჩავაწყო ყუთებში” – საირმეში გაფიცულები ხელფასების ზრდას და პირობებს ითხოვენ


გაფიცულები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის კომპანიის საწარმოს შესასვლელთან 8 დღეა ლურჯი ტენტის ქვეშ იკრიბებიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. ერთ-ერთი გაფიცული, შაკო ქობალია, 7 წელია კომპანიაში ოპერატორად მუშაობს. ის რადიო თავისუფლებას უზიარებს გაფიცულთა მოთხოვნებს:

  • ხელფასის 30%-ით გაზრდა;
  • შრომის ანაზღაურების ყოველწლიური ინდექსაცია; ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის მიხედვით;
  • უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო პირობები;
  • კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

„7 საათში უნდა ჩამოვასხა 20 ათასი ბოთლი, უნდა ვიდგე მთელი დღე ფეხზე და 20 ათასი ბოთლი უნდა ჩავაწყო ყუთებში. წყალი არის 4 გრადუსამდე გამთბარი, გარედან შუშაც ცივია, საწარმოშიც აუტანელი სიცივეა და ცივ ადგილზე ცივ ბოთლებს ვაწყობ მთელი დღის განმავლობაში“.

ქობალიას თქმით ასე საწარმოში, სპეციფიკურ და რთულ სამუშაოს გაუმართავ დანადგარებსა და მოუწესრიგებელ გარემოში ასრულებენ კვირის გარდა ყოველდღე, სამ ცვლაში, 8 საათიანი გრაფიკით. გაუმართავი ტექნიკის შეკეთებაც ოპერატორებს უწევთ, რაც მათი მოვალეობა არ არის:

„ორჯერ დამარტყა დენმა და დირექტორს როცა მივმართე, გაეკეთებინათ, ამის გამო გააჩერე აპარატიო?“

საწარმოს თანამშრომლები სხვა მძიმე პირობებზეც საუბრობენ – ტუალეტს კარი არ აქვს და არც წყალი მოდის, არ არის სამედიცინო ყუთი და მედიკამენტები, წნევის საზომი აპარატი თავად იყიდეს.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები.

ქობალიას შრომის ანაზღაურება დღეში 44 ლარია – ამას აკლდება საპენსიო დანაზოგის და საშემოსავლო გადასახადის თანხა. ამასთან, თუ თანამშრომლებისგან დამოუკიდებელი მიზეზით საწარმოს მუშაობა შეფერხდა, დასაქმებულებს იმ დღის ხელფასი არ უნაზღაურდებათ:

„ცუდი გზის გამო როდესაც ვერ მოძრაობს სატვირთო მანქანები, ან 15–20 კილომეტრიდან წყალი არ მოგვეწოდება და იმ დროს ქარხანა არ მუშაობს, იძულებითი მოცდენა ხდება და მაგალითად, გაფიცვის დაწყებამდე, ერთ კვირაში ორჯერ მოუწიათ მუშაობა და ხელფასი 88 ლარი გამოვიდა“.

მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება 17 თებერვალს უნდა დარიცხოდათ, თუმცა გაფიცვის გამო, კომპანიაში უარს ეუბნებიან ხელფასის მიცემაზე, ეს კი დამატებითი პრობლემებია: ვერ გადაიხდიან ბანკის კრედიტის თანხას და კომუნალურ გადასახადებს.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში ეხმარება აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“. მისი ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, საწარმოს ყველა თანამშრომელი გაფიცული, ქარხანა კი პარალიზებულია:

„საწარმოში დაცვის, დირექტორის და იურისტის გარდა არავინ იმყოფება. გაფიცვის პირველ ეტაპზე, კომპანიამ დაიწყო დასაქმებულების ჩანაცვლება სხვადასხვა სამსახურიდან, ოღონდ ემუშავათ და მეტ ხელფასს აძლევდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ გაფიცულების გარეშეც მუშაობს ქარხანა. ორი დღის განმავლობაში იმუშავა საწარმომ დატვირთვის 10 %-ით. შემდეგ ამ ადამიანებს გავესაუბრეთ და ავუხსენით რატომ ვიდექით გარეთ და სოლიდარობის ნიშნად დატოვეს სამუშაო“.

საწარმოს 30–ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვას წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაციის უშედეგო პროცესი, რომელშიც ჩართული იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. გიორგი დიასამიძის თქმით, დამსაქმებლის “ცინიკური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების” გამო მოლაპარაკება ვერ შედგა:

„დამსაქმებელი აცხადებს, რომ 1500 ლარია საშუალო ხელფასი და სახელფასო ბიუჯეტი 80%-ით გაიზარდა, თუმცა ხელფასის ზრდა შეეხო მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს. დასაქმებულები იღებენ 750-დან 900 ლარამდე ხელფასს“.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები.

პროფკავშირების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფიცვა მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება და პარასკევს გაიმართება მრავალრიცხოვანი აქცია, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ კურორტის სხვა კომპანიებში დასაქმებულები.

კითხვებს გაფიცვასთან დაკავშირებით „საირმე მინერალ ვოთერსმა” არ უპასუხა. კომპანიამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა მხოლოდ წერილობითი განცხადება, სადაც წერია, რომ გაფიცულთა უფლებების დამცველი მიზანმიმართულად უშლის ხელს გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან კონსტრუქციულ დიალოგში:

„კომპანიის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე გააგზავნა წინადადება, რომელსაც გაფიცულთა მხრიდან რეაგირება საერთოდ არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობასთან საუბარი ულტიმატუმის ენით განაგრძეს. მათი მხრიდან, მედიაციის პერიოდში, რამდენჯერმე შეიცვალა მოთხოვნები და გაიზარდა რაოდენობა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი დიასამიძეს არ სურს საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრა, მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს, რაც ბუნებრივად იწვევს ბრენდის რეპუტაციისა და იმიჯისთვის ზიანის მიყენებას, რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის საწარმოო პროცესის შეჩერებას და 62 თანამშრომლის სამსახურის გარეშე დატოვებას“.

„საირმე მინერალ ვოთერსში“ ირწმუნებიან, რომ გაფიცულია თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი და საწარმო მუშაობას განაგრძობს. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

Tags: ეკონომიკა საზოგადოება

Continue Reading

Previous: 40-საათიანი გრაფიკი 48 საათის ნაცვლად – ვის ეხება ცვლილება?
Next: როგორ იგერიებს უკრაინა მტერს კრიპტოვალუტის დახმარებით

კავშირშია

როგორ ვაგზავნიდი დრონს მოსკოვში – რა მიაქვთ და რა ვერა საქართველოდან რუსეთში როგორ ვაგზავნიდი დრონს მოსკოვში – რა მიაქვთ და რა ვერა საქართველოდან რუსეთში
  • ეკონომიკა

როგორ ვაგზავნიდი დრონს მოსკოვში – რა მიაქვთ და რა ვერა საქართველოდან რუსეთში

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
  • ეკონომიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ისტორიული მაქსიმუმი: როგორ არის საშუალო ხელფასი 1774 ლარი? ისტორიული მაქსიმუმი: როგორ არის საშუალო ხელფასი 1774 ლარი?
  • ეკონომიკა

ისტორიული მაქსიმუმი: როგორ არის საშუალო ხელფასი 1774 ლარი?

საინტერესო

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი
  • ახალი ამბები

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.