Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
  • ახალი ამბები

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

NewsGeorgia January 23, 2023
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს, 23 იანვარს, გამოაცხადა.

შემთხვევა თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავემ ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლის შემდეგ მძინარე მშობლებს – მამას, ზაზა ბეროზაშვილს და დედას, ლალი თავაძეს – თავის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

“მკვლელობის შემდეგ დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა დ.ბ. 28 აპრილს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს”, – ეწერა 2022 წლის 29 აპრილს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბეროზაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა). ამ დანაშაულისთვის მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ბორელი: ევროკავშირი ირანის “რევოლუციურ გვარდიას” ტერორისტად ვერ შერაცხავს სასამართლოს გარეშე
Next: რუსეთი იმუქრება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის “დაფქვით”

კავშირშია

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

საინტერესო

პესკოვი: აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სხვა ქვეყნებში „დაღლილობა“ გაიზრდება პესკოვი: აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სხვა ქვეყნებში „დაღლილობა“ გაიზრდება
  • ახალი ამბები

პესკოვი: აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სხვა ქვეყნებში „დაღლილობა“ გაიზრდება

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.