Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • მოსავალი კარგია, მსურველი არ ჩანს – რატომ აღარ ყიდულობს რუსეთი აფხაზურ მანდარინს?
  • ეკონომიკა

მოსავალი კარგია, მსურველი არ ჩანს – რატომ აღარ ყიდულობს რუსეთი აფხაზურ მანდარინს?

NewsGeorgia January 15, 2023
მოსავალი კარგია, მსურველი არ ჩანს – რატომ აღარ ყიდულობს რუსეთი აფხაზურ მანდარინს?



11 დეკემბრისთვის აფხაზეთიდან რუსეთში 10 ათას ტონაზე მეტი მანდარინი გავიდა ექსპორტზე, თითქმის 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე შარშანწინ. შარშან ცუდი მოსავალი იყო, მაგრამ დაახლოებით 25 ათასი ტონა მაინც გავიდა. არადა, წელს კარგი მოსავალია, ამბობენ, რომ 52 ათასი ტონა მაინც დაიკრიფება.

მახუნჯიელ ია გოგოხიას წინა წლებში მანდარინის მყიდველები კრასნოდარიდან, ჩეჩნეთიდან პირდაპირ სახლში აკითხავდნენ. წელს კი არც მყიდველი ჩანს და რაც იყიდება, ისიც “კაპიკებში” უნდათ. ორ კვირაში ახალი წელია და იას ოჯახს მოსავლის ნახევარიც კი არ მოუკრეფია.

“წლევანდელი არც თხილი გაგვიყიდია ჯერ, რადგან ფასი არ აქვს და 2 000 ლარიც არ გამოვა, სრულად რომ გავყიდოთ 2 ტონამდე თხილი. არადა, იმდენი შრომაა ჩადებული. ერთ თვეზე მეტი ვაგროვებდით. კილო მანდარინის ფასი ახლა 20 რუბლია (77 თეთრი), თან ახარისხებენ მაგასაც და არ ვიცით, ღირს თუ არა მოკრეფა საერთოდ. ასევე, რუბლის კურსი დაეცა და ძალიან დიდი კრიზისი გვაქვს”, – ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

აფხაზეთში ციტრუსებიდან ძირითადად მანდარინი მოჰყავთ. ის აფხაზეთის სავიზიტო ბარათია, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული. შარშანწინ მხოლოდ რუსეთში 68 ათასი ათასი ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, შარშან 25 ათასი ტონა.

წლებია, რუსეთი აფხაზური მანდარინის გასაღების მთავარი ბაზარი იყო, პანდემიისას განსაკუთრებით, როცა ფედერაციის საზღვრები დიდწილად ჩაიკეტა. მხოლოდ 2020 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი რუსეთში ათჯერ გაიზარდა.

წელს კი საახალწლო სუფრაზე რუსეთში ძირითადად ჩინური და თურქული მანდარინი ექნებათ.

“რუსეთის ფედერაციაში ციტრუსები დიდი ოდენობით შედის ჩინეთიდან და თურქეთიდან. ბევრი მოვაჭრე ამ მანდარინებს აფხაზურად ასაღებს. ჩვენ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურს სამსახურს მივმართეთ ამის შესახებ”, – ამბობს სოფლის მეურნეობის დე ფაქტო მინისტრი ბესლან ჯოპუა.

აფხაზური მანდარინის მიმართ რუსეთის ინტერესის დაკარგვას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. მოსკოვი ელოდება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს გადაწყვეტილებას – ბიჭვინთის აგარაკებისა და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი ფორმალურად გადაჭრილი ისევ არ არის.

“ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური ნაწილია, ვიდრე საბაზრო. რუსეთი ამას იტოვებს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად და შესაბამისად, ეკონომიკური ბერკეტები მძლავრი აღმოჩნდება პოლიტიკური ზეწოლისთვის. რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას, შეთავაზება ყოველთვის არსებობდა და საბაზრო ფასად მათ ახლაც შეუძლიათ საქართველოს მიმართულებით წამოიღონ ციტრუსები და ისარგებლონ ამ კორიდორით. უბრალოდ, აქაც რუსული ბლოკპოსტები ქმნიან პრობლემას. თუ გამოვა ფარულად, თორემ ისინი [რუსები] რეალურად ამას ხელს უშლიან”, – ამბობს ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი.

აფხაზი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ფერმერი ნუგზარ აგრბა ეხო კავკაზასთან ჰყვება, პარადოქსია, რომ მანდარინი ბევრია, ბითუმად მოვაჭრეები კი არ ჩანან.

“ბევრი ისეთი ნაკვეთია, სადაც ორი-სამი ტონა მოსავალი არ არის აღებული და მანდარინები ისევ ხეებზეა. მოკრეფაც კი წამგებიანი ეჩვენებათ… შარშან რუსეთში ყოფნისას თავად დავრწმუნდი: მაროკოული მანდარინები, თურქული, აჭარული, ჩინური – ჩვენსას ვერ შეედრება. ჩვენი უფრო გემრიელი, წვნიანი, ჯანსაღი, უფრო სურნელოვანია… ხალხს მანდარინი ულპება, ვერ ყიდიან, გაუგებარია ვის აძლევს ეს ხელს”, – ამბობს ნუგზარ აგრბა.

Tags: ეკონომიკა პოლიტიკა საზოგადოება სოხუმი

Continue Reading

Previous: „მნიშვნელოვანი პოლიტიკური უპირატესობა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს“ – თეონა აქუბარდია
Next: ქრისტიანი მისიონერები ბუდას დაბადების ადგილს ნეპალში უმიზნებენ

კავშირშია

საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის
  • ეკონომიკა

საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის

ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს
  • ეკონომიკა

ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს

რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”? რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”?
  • ეკონომიკა

რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”?

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.