27 თებერვალს მოლდოვის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნიდან გააძევოს ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით “ძირგამომთხრელი ქმედებების” განხორციელების განზრახვაში არიან მხილებულნი.
დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ.
SIS-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ ორმა ადამიანმა “ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელებლად” მონაცემებისა და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალურ მომზადება გაიარა.
SIS არ აზუსტებს, თუ როდის ჩამოვიდნენ უცხოელები მოლდოვაში, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და ვისთვის მუშაობდნენ.
მანამდე „მოლდოვის სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მიზნით ესკალაციისკენ მიმარულ რუსეთის ძალისხმევაზე“ ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
თებერვლის შუა რიცხვებში სანდუმ განაცხადა, რომ მან მიიღო დოკუმენტები უკრაინის სპეცსამსახურებისგან, სადაც აღწერილია მოსკოვის მიერ ორგანიზებული შეთქმულება. უცხოელი დივერსანტების დახმარებით, ეს სავარაუდო განზრახვა, მიზნად ისახავდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დამხობას, ევროკავშირში გაწევრიანების თავიდან აცილებას და ქვეყნის ჩართავას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
რუსეთი უარყოფს მოლდოვის დესტაბილიზაციის გეგმას და ამ განცხადებებს “სრულიად უსაფუძვლოს” უწოდებს.