Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მეორე ვადით არჩევის შემდეგ, PACE-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
  • ახალი ამბები

მეორე ვადით არჩევის შემდეგ, PACE-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

NewsGeorgia January 24, 2023
მეორე ვადით არჩევის შემდეგ, PACE-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს ტინი კოქსს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი იუწყება, კობახიძემ კოქსს მეორე ვადით არჩევა მოულოცა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა კი „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძე წინასწარ აცხადებდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე, სწორედ, ნიდერლანდელ „სოციალისტს” ტინი კოქსს დაუჭირა მხარს.

ფარულ კენჭისყრაზე კოქსმა 175 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ოლექსანდრ მერეშკომ – 44.

კობახიძემ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ ალტერნატიულ კანდიდატს, უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის” წარმომადგენელს ოლექსანდრ მერეშკოს მხარს არ დაუჭერდა. „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ამის მიზეზი ჟურნალისტებთან განმარტა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ევროპის საბჭოში მიღებულო პრაქტიკაა, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული კვოტით, პოლიტიკური პარტიის კვოტით ხდება მეორე ვადით არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. არის ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა ჩვენ არსებითად მხარს დავუჭერთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი არის ბატონი მერეშკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მის კანდიდატურას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება ტინი კოქსის კანდიდატურას. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, – კობახიძის კომენტარი „იმედმა” გამოაქვეყნა.

ტინი კოქსი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე PACE-ს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ასამბლეის წინაშე ანგარიში, სწორედ, მან წარადგინა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს
Next: გაგლოევი, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლთა დასახმარებლად, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნას მოითხოვს

კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.