Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მელიას თქმით, მერაბიშვილი და კეზერაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ
  • ახალი ამბები

მელიას თქმით, მერაბიშვილი და კეზერაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ

NewsGeorgia January 17, 2023
მელიას თქმით, მერაბიშვილი და კეზერაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „TV პირველის” ეთერში ილაპარაკა პარტიის საქმიანობაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის როლის შესახებ. როგორც მელიამ თქვა, ორივე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი მას ერთობლივად უპირისპირდება. მან ვანო მერაბიშვილს ლევან ხაბეიშვილის შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი უწოდა.

„9 ნოემბერი, დღე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებინეს განცხადება, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა. უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, იმ ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდების განცხადებას უჭერენ მხარს. თითქოს ეს მათი დაორგანიზებული არ ყოფილიყო, – აღნიშნა მელიამ და დაამატა, – ამ 9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი, ავტორნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ერთად”.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მერაბიშვილი და კეზერაშვილი მართავენ. „ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ. ეს არის სიმართლე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ამომრჩეველს, პოტენციურ ამომრჩეველს, აქტიურ მხარდამჭერს, რა პოზიცია შეიძლება მათ დააფიქსირონ არჩევნებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი პატივისცემა მათდამი პირველ რიგში უნდა გამოიხატებოდეს სიმართლის თქმაში“.

ნიკა მელიამ გაიხსენა კეზერაშვილთან თანამშრომლობის პერიოდი.

„ციხიდან გამოსვლის შემდეგ მქონდა ბატონ კეზერაშვილთან რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი სხვა რამ არის”, – თქვა მელიამ. მან განაგრძო: „მე როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ ამ ადამიანს აქვს არაფორმალური გავლენის, არც მეტი და არც ნაკლები, პარტიაში შემოტანის [სურვილი], ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით. მან, როდესაც გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად. მე მაშინ შევწყვიტე მასთან თანამშრომლობა”.

რაც შეეხება მერაბიშვილს, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ერთად აღებულ ოთხივე კანდიდატზე მეტად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში. „ის პრაქტიკულად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ერთ-ერთი კანდიდატის. ეს ყველაფერი იმალება. რატომ? არ ვცემთ პატივს ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს?!” – შენიშნა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც მელია გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

„ამ პროცესში მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი. ის ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ადამიანებთან, ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, დატოვეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მელიას საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ. გამოუნახეს საერთო შეხების წერტილები ჩვენი შტაბის წამყვან წევრებს”, – თქვა მელიამ. მოგვიანებით, როგორც მან აღნიშნა, დროთა განმავლობაში, ცენტრალურ შტაბში მის გარშემო შემცირდა ადამიანთა რაოდენობა. „მეტიც, დაიკარგნენ ესენი ჩემი თვალთახედვის არედან, რამდენიმე დღის განმავლობაში… როდესაც ეს ადამიანები გამოჩნდნენ სამი-ოთხი დღის შემდეგ, მოვიდნენ ჩემთან და მიამბეს… მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა”, – თქვა მელიამ. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილმა მასთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა.

ნიკა მელია მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოუწოდებს, რომ ღიად გამოჩნდნენ პარტიის საქმიანობაში. „დამდგარიყო კანდიდატად თვითონ [ვანო მერაბიშვილი], რატომ დააყენეს ლევან ხაბეიშვილი?” – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

“ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: “ვაგნერის” ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიაში თავშესაფარი მოითხოვა
Next: ქალაქ დნეპრში 45-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის მსხვერპლის რიცხვი

კავშირშია

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს
  • ახალი ამბები

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

საინტერესო

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს
  • ახალი ამბები

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.