Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მელია ენმ-ის გენერალური მდივნის პოზიციაზე კირთაძის წარდგენას გეგმავს
  • ახალი ამბები

მელია ენმ-ის გენერალური მდივნის პოზიციაზე კირთაძის წარდგენას გეგმავს

NewsGeorgia January 24, 2023
მელია ენმ-ის გენერალური მდივნის პოზიციაზე კირთაძის წარდგენას გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ამავე პოზიციაზე კიდევ ერთხელ არჩევის შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნის პოზიციაზე ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი კირთაძეს წარადგენს.

„მსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ უახლოეს დღეებში – შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ.

სიახლე, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია და რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას „ნაციონალურ მოძრაობაში”, რათა ერთად გავაძლიეროთ ენმ-ის მებრძოლი გუნდი”, – თქვა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თანაპარტიელის შესახებ განაცხადა: „პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე; კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას”.

“ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინასთან თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას სთავაზობდნენ
Next: გერმანია უკრაინას თავის წარმოებულ ტანკებს მიაწვდის

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.