
„მედიზონის“ გამომცემელსა და პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ, პიოტრ ვერზილოვს რუსეთში ბრალი წაუყენეს არმიის შესახებ სიძულვილით მოტივირებული ყალბი ცნობების გავრცელებისთვის. მისი თქმით ბრალის წარდგენის მიზეზი გახდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სისასტიკის თაობაზე ინსტაგრამითა და ტვიტერით გავრცელებული სიუჟეტები.
წარდგენილი მუხლის თანახმად, ვერზილოვს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვერზილოვმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ ის უკრაინის დონეცკის რაიონის ქალაქ ბახმუტში იმყოფება, რომელიც რამდენიმე თვეა რუსეთის არმიის თავდასხმის ქვეშაა. ვერზილოვის თქმით, სისხლის სამართლის საქმის გამო მილოცვებს იღებს და თვლის, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.