Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნვს
  • ახალი ამბები

მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნვს

NewsGeorgia January 17, 2023
მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნვს

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” უარყოფითად აფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას. მათი შეფასებით, აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

“საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია… მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა”, – წერია განცხადებაში.

გუშინ, 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს. 2021 წლის 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს. „TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

პროკურატურა აცხადებს, რომ „TV პირველის” ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუ “სპეცოპერაციის” ზონაში იმყოფებოდა
Next: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე

კავშირშია

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს
  • ახალი ამბები

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

საინტერესო

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.