პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს, 15 იანვარს გავრცელდა.
ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა “მიმინო“ (1977), “არ დაიდარდო” (1969), “ვერის უბნის მელოდიები” (1973) და სხვა. იგი, ასევე ენმ-ს სიის პირველი ნომერი და მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.