Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მაკრონს სურს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა
  • ახალი ამბები

მაკრონს სურს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა

NewsGeorgia January 20, 2023
მაკრონს სურს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა



საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, ათწლეულის ბოლომდე თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდისა და საფრანგეთის ბირთვული ძალების ტრანსფორმაციის შესახებ მზარდი საფრთხეების დაძლევის მიზნით, იტყობინება Reuters-ი.
მაკრონი პარასკევს მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზას ეწვია და იქ ფრანგი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გამოთქვა წინადადება 413 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სამხედრო ხარჯებისთვის 2024-დან 2030 წლამდე პერიოდში, რათა, მისი თქმით, მოხდეს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა.
2019-2025 წლების ბიუჯეტით სამხედრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული იყო 295 მილიარდი ევროს გამოყოფა. თავის გამოსვლაში მაკრონმა ასევე აღნიშნა ჰიბრიდული ომების საფრთხე, მზარდი კიბერშეტევები კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და ტერორიზმის მუდმივი საფრთხე. ამას გარდა საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს, გააძლიეროს თავისი ბირთვული შემაკავებელი ძალა.
მაკრონის თქმით, ბირთვული ძალები ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის საფრანგეთს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებენ. “საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება არმია, რომელიც მზადაა საუკუნის გამოწვევებისათვის”, – განაცხადა მაკრონმა.
მან დასძინა, რომ პარიზი მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს უპილოტო საფრენ მოწყობილობებსა და სამხედრო დაზვერვისთვის. საფრანგეთი ასევე ყურადღებას დაუთმობს თავის ყოფნას დაშორებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ახალი საფრთხეები ჩნდება, აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერის ვიზიტი სამხედრო ბაზაზე შედგა გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ფონზე.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: რატომ ექვემდებარება გერმანიას ზეწოლა უკრაინაში ტანკების გაგზავნისთვის?
Next: მზის სხივი შედის პალატაში? – “ემპათიის” ექსპერტების და “ვივამედის” ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზე

კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.