Skip to content

Newsge.com

News Georgia – სიახლეები საქართველოზე

კატეგორიები

  • twitter
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • ისტორია
  • კორონა
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • ახალი ამბები
  • მსოფლიო
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • პოლიტიკა
  • კორონა
  • მეცნიერება
  • განათლება
  • სპორტი
  • განათლება

მაიმუნის ყვავილი – საგანგებო ვითარება ნიუ-იორკში

Bitcoin Exchange Binance.com

სიტუაცია ნიუ-იორკის შტატში

გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის აფეთქების წინააღმდეგ მიღებული ზომების გაძლიერების“ აუცილებლობით ახსნა.

„აღმასრულებელი განკარგულება გაცილებით სწრაფი რეაგირების საშუალებას მოგვცემს, ჯანდაცვის სპეციალისტებს კი საშუალება მიეცემათ დამატებითი ზომები მიიღონ მეტი ნიუ-იორკელის ასაცრელად“ ნათქვამია პარასკევს, გვიან ღამით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

შტატის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ჯანდაცვა 24-საათიან რეჟმში მუშაობს, რათა მოხდეს ტესტირების და ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ნიუ-იორკელთა ინფორმირება არსებული რისკების თაობაზე. გუბერნატორ ჰოქულის განმარტებით, ნიუ-იორკის შტატზე ამერიკაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთა მეოთხედზე მეტი მოდის.

განცხადების გაკეთების მომენტში, ნიუ-იორკის შტატში ინფიცირების 1 383 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, ამბობს შტატის ჯანდაცვის ოფიციალური ვებგვერდი. თუმცა, „აუცილებელია, რომ ყველა იყოს ინფორმირებული მაიმუნის ყვავილის თაობაზე. ეს ნიშნავს სიმპტომების ცოდნას, ინფორმაციის გაცნობას მისი გავრცელების გზებზე და იმაზე, თუ რა უნდა ვიღონოთ, თუკი ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდა“.

ინფიცირების მასშტაბი ამერიკაში

კვირას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 5 189 შემთხვევა აღირიცხა. ყველაზე მეტი, 1 345 ინფიცირებული ნიუ-იორკშია. შემდეგ მოდის კალიფორნიის შტატი – 799 შემთხვევით და მესამე ადგილზეა ილინოისი – 419 ინფიცირებულით.

მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ამერიკაში 17 მაისს აღირიცხა. დღეისთვის დაავადება მონტანის, ვერმონტის და ვაიომინგის გარდა, ყველა შტატში ფიქსირდება. მზარდი ინფიცირების გამო, საგანგებო ვითარება სან-ფრანცისკოს ჯანდაცვამაც გამოაცხადა.

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა. ეს საკმაოდ იშვიათი ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობაც ახასიათებს.

დაავადება ადამიანებში ძირითადად ახლო, ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება. მაიმუნის ყვავილის ბოლო აფეთქებით თუ ვიმსჯელებთ, ის მოსახლეობის ზოგ ჯგუფს გაცილებით მეტ რისკს უქმნის, განსაკუთრებით ჰომოსექსუალ კაცებს. ინფექციის წინა აფეთქებების მიხედვით, რისკის ჯგუფებში იყვნენ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ორსული ქალები, მოხუცები და 8 წლამდე ბავშვები.

კოვიდ-19-ისგან მაიმუნის ყვავილს განასხვავებს ის, რომ ინფექცია კორონავირუსთან შედარებით ნაკლები გავრცელებით გამოირჩევა. ის ძირითადად უშუალო კონტაქტით და შეხებით გადადის. ამას გარდა, უკვე არსებობს მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ მოქმედი, ადრე დამტკიცებული უსაფრთხო ვაქცინები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.

მაიმუნის ყვავილს ახასიათებს ცხელება, თავისტკივილი და შეშუპება, ასევე შესაძლოა ტკივილი ზურგის და კუნთების არეში. ტემპერატურის მატების შემდეგ, ინფიცირებულს ეწყება ბუშტუკოვანი გამონაყარი სახეზე, ტანზე და კიდურებზე. გამონაყარი ხშირად მტკივნეული და ქავილის გამომწვევია. დაავადება საშუალოდ 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

გლობალურ საფრთხედ გამოცხადება

მაიმუნის ყვავილი უმეტესად აფრიკული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ინფექციაა. თუმცა, გაზაფხულზე მისმა არაენდემურ ქვეყნებში, ევროპის, ამერიკის, თუ ავსტრალიის კონტინენტებზე ცირკულირებამ, სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. 27 მაისისთვის დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

ინფიცირების ზრდის გამო, გასულ კვირას, 23 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ მომენტში მთელ მსოფლიოში ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ვირუსი 75 ქვეყანაში გავრცელდა და აფრიკის კონტინენტზე სიკვდილობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

გლობალურ საფრთხედ გამოცხადება მსოფლიოს ჯანდაცვას ინფექციასთან ბრძოლაში კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების და დამატებითი სახსრების მობილიზებაში ეხმარება. ამას გარდა, ეს ბიძგს აძლევს ქვეყნებს შორის სამკურნალო საშუალებების და ვაქცინების მეტ გაზიარებას.

Tags: აშშ ახალი ამბები გლობალურ საფრთხედ გამოცხადება გლობალური საფრთხე ვითარება მაიმუნის მაიმუნის ყვავილი მეცნიერება და ტექნოლოგიები ნიუ-იორკი ნიუიორკში საგანგებო საგანგებო ვითარება საგანგებო მდგომარეობა სიმპტომები ყვავილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

Continue Reading

Previous: ყალბი ახალი ამბები დემოკრატიას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის – ახალი კვლევა

სხვა სიახლეები

ყალბი ახალი ამბები დემოკრატიას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის – ახალი კვლევა
  • განათლება

ყალბი ახალი ამბები დემოკრატიას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის – ახალი კვლევა

კოსმოსის ყველაზე ღრმა და მკვეთრი გამოსახულება – ტელესკოპ “ჯეიმს ვების” პირველი ფოტოები
  • განათლება

კოსმოსის ყველაზე ღრმა და მკვეთრი გამოსახულება – ტელესკოპ “ჯეიმს ვების” პირველი ფოტოები

ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის დიაგნოზს კლინიცისტის სიზუსტით სვამს – ახალი კვლევა
  • განათლება

ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის დიაგნოზს კლინიცისტის სიზუსტით სვამს – ახალი კვლევა

ყაზახეთში „პირდაპირი საფრთხე“ დაინახეს. მოსკოვის „შესუსტებული გავლენა“
  • პოლიტიკა

ყაზახეთში „პირდაპირი საფრთხე“ დაინახეს. მოსკოვის „შესუსტებული გავლენა“

სააკაშვილის წასვლა, ივანიშვილის დაბრუნება – რას ნიშნავს და რამდენად შესაძლებელია?
  • პოლიტიკა

სააკაშვილის წასვლა, ივანიშვილის დაბრუნება – რას ნიშნავს და რამდენად შესაძლებელია?

რეჟისორმა მიხალკოვმა ციხის მწამებელი გმირად წარმოაჩინა
  • პოლიტიკა

რეჟისორმა მიხალკოვმა ციხის მწამებელი გმირად წარმოაჩინა

14 წელი აგვისტოს ომიდან – რა არ უნდა გამოგრჩეს 8 აგვისტოს
  • პოლიტიკა

14 წელი აგვისტოს ომიდან – რა არ უნდა გამოგრჩეს 8 აგვისტოს

თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდება
  • პოლიტიკა

თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი ფლორიდის სახლი 1

დონალდ ტრამპის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი ფლორიდის სახლი

რუსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინსპექტირებიდან დროებით გამოჰყავს თავისი ბირთვული ობიექტები 2

რუსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინსპექტირებიდან დროებით გამოჰყავს თავისი ბირთვული ობიექტები

მყიდველმა ლიბანში უარი თქვა ხომალდ “რაზონით” წაღებული უკრაინული მარცვლეულის შეძენაზე 3

მყიდველმა ლიბანში უარი თქვა ხომალდ “რაზონით” წაღებული უკრაინული მარცვლეულის შეძენაზე

საქართველოს მთავრობამ, აგვისტოს ომიდან 14 წელი, 8 აგვისტოს აღნიშნა 4

საქართველოს მთავრობამ, აგვისტოს ომიდან 14 წელი, 8 აგვისტოს აღნიშნა

საერთაშორისო ამნისტიის კიევის ოფისის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა 5

საერთაშორისო ამნისტიის კიევის ოფისის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ სამხედრო და საბიუჯეტო სფეროში დახმარების სახით 6

აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ სამხედრო და საბიუჯეტო სფეროში დახმარების სახით

შეერთებული შტატები ვერ იტყვის ივანიშვილზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს 7

შეერთებული შტატები ვერ იტყვის ივანიშვილზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს

#მოამბე 15 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE
  • ვიდეო

#მოამბე 15 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE

ეწვიეთ ჩვენს საიტს – მოიწონეთ ჩვენი გვერდი – გამოიწერეთ ჩვენი …
სრულად
არანაირი პოლიტიკა, მხოლოდ ხალხი

არანაირი პოლიტიკა, მხოლოდ ხალხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სთ – 140422

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სთ – 140422

ახალი წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში

ახალი წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში

ევროკომისიის კითხვარი საქართველოს – პოლიტიკური შეფასებები

ევროკომისიის კითხვარი საქართველოს – პოლიტიკური შეფასებები

ჯერ კიდევ არ გინახავს

უკრაინის ომი: რა უნდა იცოდეთ ამ სამშაბათს
  • მსოფლიო

უკრაინის ომი: რა უნდა იცოდეთ ამ სამშაბათს

დონალდ ტრამპის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი ფლორიდის სახლი
  • ახალი ამბები

დონალდ ტრამპის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი ფლორიდის სახლი

საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას
  • მსოფლიო

საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას

ტამილნადუ: მე-12 საუკუნის კერპი მოიპარეს ტაძრიდან აშშ-ში 50 წლის შემდეგ
  • მსოფლიო

ტამილნადუ: მე-12 საუკუნის კერპი მოიპარეს ტაძრიდან აშშ-ში 50 წლის შემდეგ

  • უკრაინის ომი: რა უნდა იცოდეთ ამ სამშაბათს
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი ფლორიდის სახლი
  • საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას
  • ტამილნადუ: მე-12 საუკუნის კერპი მოიპარეს ტაძრიდან აშშ-ში 50 წლის შემდეგ
  • კენიის არჩევნები: ამომრჩევლები მიდიან საარჩევნო უბნებზე მჭიდრო არჩევნებში
  • დონალდ ტრამპი ამბობს, რომ FBI-ის აგენტებმა „დაარბიეს“ მისი სახლი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგო
  • წყალდიდობა სეულში: ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმის ფონზე სულ მცირე შვიდი დაიღუპა
  • პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთი ტაივანში სამხედრო სტატუს კვოს ცვლის
  • პუერტო რიკოში აშშ-ის სანაპირო დაცვის გემის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
  • ამერიკელი ექიმი აფრთხილებს პოლიომიელიტის მრავალი არადიაგნოსტირებული შემთხვევის შესახებ

ტეგები

ადამიანი (1278) აზია (1224) ამბები (4604) ამბობს (1363) არ (1671) არის (939) აფრიკა (953) აშშ (973) აშშ და კანადა (1422) ახალი (1763) ახალი ამბები (1425) ბიზნესი (2121) ბიზნეს სიახლეები (2597) გამო (1945) და (5950) დაიღუპა (1224) დანაშაული (927) ევროპა (3338) ზოგადი ამბები (4039) მთავრობა და პოლიტიკა (2727) მსოფლიო (1306) ომი (1261) ომი და არეულობა (987) ომის (1634) პოლიტიკა (1665) რადგან (1091) რომ (3331) რუსეთი (3411) რუსეთის (2381) რუსეთუკრაინის (1134) სამხედრო (962) სიახლეები (4889) სოციალური საქმეები (995) ტექნიკა (1000) უკრაინა (2951) უკრაინაში (1739) უკრაინის (3199) შედეგად (1055) შეერთებული შტატები (2003) შემდეგ (2567) შესახებ (1592) შუა აღმოსავლეთი (1506) წლის (1317) Ეკონომია (1852) Მსოფლიო (1315)
  • ახალი ამბები
  • მსოფლიო
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • პოლიტიკა
  • კორონა
  • მეცნიერება
  • განათლება
  • სპორტი