Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო: დავით კაჭარავას მხარდაჭერას ვუცხადებთ
  • ახალი ამბები

კულტურისა და სპორტის სამინისტრო: დავით კაჭარავას მხარდაჭერას ვუცხადებთ

NewsGeorgia მარტი 18, 2023
კულტურისა და სპორტის სამინისტრო: დავით კაჭარავას მხარდაჭერას ვუცხადებთ



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პარლამენტის მოქმედ წევრს, “რაგბის კავშირის” თავმჯდომარესა და ყოფილ მორაგბეს, დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს. უწყება გმობს იმ განცხადებების შინააარსს, რომელიც ყოფილი მორაგბის მიმართ იწერება სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც მისი ავტორობით პარლამენტში დარეგისტრირდა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები “რუსულ კანონადაც” მოიხსენიებდნენ.

“დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა…

ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და „ბორჯღალოსნებთან“ ერთად 11-ჯერ მოიგო „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც”, – წერია სამინისტროს 17 მარტის განცხადებაში, რომელშიც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ აკრიტიკებენ ყოფილ სპორტსმენსა და პარლამენტის მოქმედ დეპუტატს.

დავით კაჭარავა საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ ცხრა დეპუტატს შორისაა, რომელმაც დაარეგისტრირა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამაც” და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე” იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს – ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

Tags: ახალი ამბები და დავით ვუცხადებთ კაჭარავას კულტურისა მხარდაჭერას სამინისტრო სპორტის

Continue Reading

Previous: უკრაინამ სანქციები დაუწესა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს
Next: უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები დააანონსა

კავშირშია

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი
  • ახალი ამბები

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

საინტერესო

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი
  • ახალი ამბები

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.