Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • კრემლი ე.წ. “რუსულ დავოსს” მსოფლიოს ელიტის გარეშე აწყობს
  • პოლიტიკა

კრემლი ე.წ. “რუსულ დავოსს” მსოფლიოს ელიტის გარეშე აწყობს

NewsGeorgia January 15, 2023
კრემლი ე.წ. “რუსულ დავოსს” მსოფლიოს ელიტის გარეშე აწყობს



სანკტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწყობდა და ე.წ. „რუსულ დავოსში“ მსოფლიოს ლიდერებს და ბიზნესის გიგანტებს მასპინძლობდა, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო, წელს ფინანსური ელიტიდან თითქმის არავინ დაესწრება.

ახლა, როდესაც დასავლელი ლიდერები რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობას ერიდებიან, პუტინს არ ექნება ტრადიციული შეხვედრები ამერიკელ და ევროპელ წამყვან პოლიტიკოსებთან და დიდი კორპორაციების ხელმძღვანელებთან.

15-18 ივნისისთვის დაგეგმილი ფორუმის გამოქვეყნებულ განრიგში, ამერიკული და ევროპული კომპანიების და მათი ლიდერების სახელები არ არის, რაც ასახავს იმ ყველაზე მრავლისმომცველი სანქციების წნეხში მოხვედრის შიშს, რომელიც დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ ოდესმე დაწესებულა.

სიაში ის კომპანიებიც კი არ არის, რომლებიც დასავლელი ინვესტორების მასობრივი გასვლის შემდეგ რუსეთში მაინც დარჩნენ.

გამონაკლისია, რუსეთში ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, თავის ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან ერთად. ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ხუთშაბათს სიტყვით გამოვა სესიაზე, რომლის დასახელებაა: „დასავლელი ინვესტორები რუსეთში: ახალი რეალობა.“

ფორუმზე, სადაც რუსეთი ადრე გერმანიის კანცლერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, „გოლდმან საქსის, „სითის“ და „ექსონ-მობილის“ ხელმძღვანელებს მასპინძლობდა, ამ კვირაში ავანსცენაზე ყაზახეთის და სომხეთის პრეზიდენტები იქნებიან.

რუსულმა „რია სააგენტომ“ გაავრცელა კრემლის წარმომადგენელ დმიტრი უშაკოვის ნათქვამი, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი შეხვედრის მონაწილეებს ვიდეო ხიდის საშუალებით მიმართავს.

ფორუმის სხვადასხვა სესიებზე სიტყვით გამოვლენ კუბის, ვენესუელის, თურქეთის და ეგვიპტის წარმომადგენლები.

ფორუმს ვიდეო ხიდის საშუალებით დაესწრებიან ან სიტყვით გამოვლენ ჩინეთის, ბელარუსის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ინდოეთის,ირანის, ნიკარაგუის, სერბეთის და გაერთიანებული არაბული საემიროების ოფიციალური პირები.

სტუმრების სიაში არიან ასევე ავღანეთის თალიბანის წარმომადგენლები და მიანმარის სამხედრო მთავრობის მინისტრი.

ყოველდღიური გამოცემა „RBC”, ფორუმის ორგანიზატორ „როსკონგრესზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ზოგიერთმა მონაწილემ ითხოვა, მათ პირად „ბეჯზე“ კომპანიის სახელი არ დაბეჭდონ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ფორუმს სიტყვით პარასკევს მიმართავს.

Tags: ახალი ამბები ეკონომიკა ეკონომიკური ფორუმი მსოფლიო პოლიტიკა პუტინი რუსეთი სანქციები რუსეთს

Continue Reading

Previous: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი კანადელ კოლეგას ხვდება
Next: უკრაინა ცდილობს შეიქმნას გაეროს მისია, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს მოახდენს

კავშირშია

რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში? რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში?
  • პოლიტიკა

რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში?

უკრაინა კვლავ ექცევა აშშ-ის პოლიტიკის ფოკუსში. ამჯერად ფსონები უფრო მაღალია უკრაინა კვლავ ექცევა აშშ-ის პოლიტიკის ფოკუსში. ამჯერად ფსონები უფრო მაღალია
  • პოლიტიკა

უკრაინა კვლავ ექცევა აშშ-ის პოლიტიკის ფოკუსში. ამჯერად ფსონები უფრო მაღალია

ფარცხალაძის მემკვიდრეობა ფარცხალაძის მემკვიდრეობა
  • პოლიტიკა

ფარცხალაძის მემკვიდრეობა

საინტერესო

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე
  • ახალი ამბები

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.