Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • კორპუსი ჩანგრეულია და მხოლოდ სახურავი ჩანსო – თურქეთში დაღუპული ერთ-ერთი ქალი სენაკელია
  • ახალი ამბები

კორპუსი ჩანგრეულია და მხოლოდ სახურავი ჩანსო – თურქეთში დაღუპული ერთ-ერთი ქალი სენაკელია

NewsGeorgia February 7, 2023
კორპუსი ჩანგრეულია და მხოლოდ სახურავი ჩანსო – თურქეთში დაღუპული ერთ-ერთი ქალი სენაკელია



თურქეთის ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული სენაკელი ქალის, ნანი ზარანდიას ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, მოხერხდა თუ არა დაღუპულის ცხედრის ამოყვანა კორპუსის ნანგრევებიდან.

67 წლის ნანი ზარანდია ანთაქიაში ხანდაზმული ქალის მომვლელად მუშაობდა. ის 12 წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა. კორპუსი სადაც ისინი ცხოვრობდნენ მიწისძვრის დროს სრულად დაინგრა და ისინი ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. ინფორმაცია ამის შესახებ სენაკში მცხოვრებ ნანი ზარანდიას შვილს, ირაკლი სამინავას 6 თებერვალს თურქეთიდან შეატყობინა დაღუპული ხანდაზულის ქალიშვილმა:

„მოხუცის შვილი სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ადგილზე მისულს ეს სურათი დახვდა – კორპუსი ჩანგრეულია და მხოლოდ სახურავი ჩანსო… ოჯახს ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია ცხედარის შესახებ. იციან მხოლოდ ის, რომ მოყოლილია ნანგრევებში. არასწორია რომ ცხედარი თითქოს პროზექტურაშია“, – ამბობს დაღუპული ქალის ნათესავი.

7 თებერვლის შუადღის მონაცემებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3419 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულია – 20 534. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 8000-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-მდე მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.

თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1600-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 3600-ს აჭარბებს.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი – 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობს საგანგებო სამსახურების 25 000-მდე თანამშრომელი და 3294 მაშველი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

საქართველომ თურქეთში 6 თებერვალს გაგზავნა 60 მაშველი და სპეციალური ტექნიკა.

Tags: ახალი ამბები მიწისძვრა თურქეთში საქართველოს მოქალაქე სენაკელი

Continue Reading

Previous: “საბანკო ასოციაცია” მოქალაქეებს აფრთხილებს რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე
Next: ალბანეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი)

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.