Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • კობახიძე CNN-ის კითხვაზე: ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
  • ახალი ამბები

კობახიძე CNN-ის კითხვაზე: ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

NewsGeorgia January 23, 2023
კობახიძე CNN-ის კითხვაზე: ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ



მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ CNN-ის ჟურნალისტმა, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანაზე კითხვა ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაუსვა. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს აჩვენებს, “რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”.

“როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა”, – აცხადებს კობახიძე.

მან მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, “საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად” არ გაზრდილა: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში – 27 პროცენტით, თურქეთში – 35 პროცენტით, აშშ-ში – 36 პროცენტით, ბულგარეთში – 67 პროცენტით, სომხეთში – 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში – 148 პროცენტით.

“ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება”, – წერს კობახიძე.

რამდენიმე დღის წინ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობაზე. ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.

CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ევროკომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, როგორ შეიძლება ამის შეჩერება.

ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს შესახებ CNN-ის წამყვანის შეკითხვა მიუთითებს, “სერიოზული ძალა არის დაინტერესებული საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის” გახსნით”.



Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ახალი 1994 წლის საბორნე კატასტროფის ანგარიში: არანაირი შეჯახება, არანაირი აფეთქება
Next: კეკელიძის N1-ში, სადაც აღსრულების პოლიციას ელოდებიან, ოჯახმა ბინის კარი შიგნიდან შეადუღა

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.