41-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, დღეს, ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი, მეოთხე ბავშვის ცხედარი.
დღეს დილამდე დადასტურებული იყო 40 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიკვდილი.
ტიმოშენკოს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა 79 ადამიანი, მათგან 16 ბავშვი.
14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ნაწილი მთლიანად დაინგრა.