Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ქალაქ სოლედარზე იერიშში მონაწილე “ვაგნერის” ქვედანაყოფს ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი მეთაურობდა – “დოსიე”
  • ახალი ამბები

ქალაქ სოლედარზე იერიშში მონაწილე “ვაგნერის” ქვედანაყოფს ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი მეთაურობდა – “დოსიე”

NewsGeorgia January 17, 2023
ქალაქ სოლედარზე იერიშში მონაწილე “ვაგნერის” ქვედანაყოფს ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი
მეთაურობდა – “დოსიე”



ცენტრმა „დოსიემ“ დაადგინა სოლედარზე იერიშში მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა მეთაურის ვინაობა. იგი აღმოჩნდა როსტოვის ოლქში მცხოვრები, ადრე თაღლითობისთვის ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი.

„ვაგნერის“პრესცენტრის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პროგოჟინმა ელიზაროვი საზოგადოებას გააცნო, როგორც „სოლედარის ოპერაციის სარდალი“ და დაახასიათა, როგორც გამოცდილი მეთაური, რომელმაც ქალაქი ორი კვირის განმავლობაში „წუწუნის გარეშე“ აიღო. მაგრამ პრიგოჟინს მისი ვინაობა არ დაუსახელებია. მოგვიანებით სამხედრო უწყებასთან დაახლოებული ტელეგრამის არხებით გავრცელდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ მოიერიშე ქვედანაყოფის მეთაურს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

უფლებადამცველმა ცენტრმა „დოსიემ“ დაადგინა, რომ ელიზაროვი 1981 წელს დაიბადა როსტოვის ოლქში და 2014 წლამდე მსახურობდა რუსეთის არმიაში. კერძოდ, ნოვოროსიისკში განლაგებულ მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 108-ე პოლკში, სადაც ასმეთაურის რანგს მიაღწია. ელიზაროვი მონაწილეობას იღებდა ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს სამსახურებრივ ბინასთან დაკავშირებულ თაღლითობაში და სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ელიზაროვი არაუგვიანეს 2016 წელს გაწევრიანდა, მისი სახმისია „ლოტოსი“. ცნობილია, რომ ელიზაროვი „ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძოდა სირიაში, ინსტრუქტორად მუშაობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მეთაურობდა მოიერიშე რაზმს ლიბიაში.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 იანვრის საღამოს გამოაცხადა რუსეთის არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ. ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ ქალაქი ერთი დღით ადრე და მხოლოდ „ვაგნერის“ დაჯგუფების მიერ მთლიანად იქნა აღებული. უკრაინული მხარე სოლედარის სრულ დაკარგვას უარყოფს.
Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: 44-მდე გაიზარდა დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
Next: კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს დნეპრში რაკეტით განადგურებული სახლის ნანგრევებში

კავშირშია

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

საინტერესო

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.