Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ქალაქ სოლედარში 559 მოქალაქე რჩება, მათ შორის, 15 ბავშვი – პაველ კირილენკო
  • ახალი ამბები

ქალაქ სოლედარში 559 მოქალაქე რჩება, მათ შორის, 15 ბავშვი – პაველ კირილენკო

NewsGeorgia January 15, 2023
ქალაქ სოლედარში 559 მოქალაქე რჩება, მათ შორის, 15 ბავშვი – პაველ კირილენკო



დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში, რომლის მოსახლეობა 20 000-ს შეადგენს, ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება.

ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, ქალაქში დარჩენილ მცხოვრებთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც სოლედარში რჩებიან, საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების საჭირო მარაგი აქვთ.

„როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციის მიზნით იქ მისვლა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ევაკუაციას განვახორციელებთ“, – აცხადებს კირილენკომ.

12 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოლედარი აღებულია.

უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია სოლედარის დატოვება. კიევმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ სოლედარის აღების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მიერ 13 იანვარს, გამოქვეყნებული მონაცემებით, 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური მასალები მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სოლედარზე კონტროლის დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: თბილისში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
Next: ბერბოკი აფრიკის კავშირის ევროკავშირის სოლიდარობისკენ მოუწოდებს პუტინის წინააღმდეგ

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.