ერთ დღეში ორი მკვლელობა მოხდა ამერიკის კალიფორნიის შტატში. ქალაქ ჰაფ-მუნ-ბეიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა 7 ადამიანი მოკლა, 1 მძიმედ დაჭრა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 67 წლის ადგილობრივი მკვიდრი ჩჟაო ჩუნლია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
CNN-ის ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
22 იანვარს, 11 ადამიანი მოკლეს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი-პარკში. ქალაქში, სადაც ბევრი აზიელი ემიგრანტი ცხოვრობს, მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ. ადგილობივი პოლიციის ცნობით, მკვლელობის ადგილიდან გაქცეულ თავდამსხმელს მიაკვლიეს მეზობელ ქალაქ ალჰამბრაში და როცა მისი „პიკაპი“ ალყაში მოაქციეს, ეჭვმიტანილმა სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა. ის წარმოშობით აზიელი, 72 წლის ჰუ ცან ტრანი იყო.