Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • კახეთში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ
  • ახალი ამბები

კახეთში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ

NewsGeorgia January 15, 2023
კახეთში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში 50-მდე მესაქონლე ფერმერმა საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 12 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გასხვისებას ფარულად გეგმავს, იმ ტერიტორიის, რომელსაც სოფელი 70 წელია საძოვრად იყენებს.

აქციის მონაწილე ჯავათ ალიევის თქმით, მათი ინფორმაციით, გასხვისებამდე მომზადდა მიწის ნახაზები და ჩატარდა სხვა პროცედურები. ალიევი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის მერიაში სოფლის მოსახლეობის საერთო განცხადების და ხელმოწერების ჩაბარებაც სურდათ, თუმცა კანცელარიამ წერილი არ ჩაიბარა.

“მიწა საძოვარია და უნდათ, რომ სტატუსი შეუცვალონ. ჩვენ მერსაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრა, რომ ეს საკითხი მე არ მეხებაო. სოფელი მესაქონლეობას მისდევს და მიწის გასხვისებას არ დავუშვებთ. თუ საქონელს საძოვარი არ ექნება, მაშინ უნდა გავყიდოთ… ასე არ გამოვა. თუ საჭირო გახდა აქციას გავმართავთ ლაგოდეხის მერიასთანაც”, – თქვა ალიევმა.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ მერია კაბალში მიწის გასხვისებას არ გეგმავს.

“შემიძლია გითხრათ, რომ არც სახელმწიფო და არც მერია კაბალში არანაირი მიწია გაახვისებას არ გეგმავს, ეს რომ ასე იყოს, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდებოდა. მეტა ვერაფერს გეტყვით”, – თქვა მდივნიშვილმა.

კაბალში გამართულ აქციაზე თქვეს, რომ თუ მოსახლეობას მერი შეხვდება, მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს გადასცემენ, რომელიც ადასტურებს, რომ გასხვისების პროცედურა დაწყებულია.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო – პრემიერი
Next: ვიზიარებთ სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს – უკრაინის საელჩო ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

კავშირშია

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.