Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ჯიშკარიანის თქმით, სამხარაულის ბიუროს დასკვნა არის ექსპერტიზაზე ზეწოლა
  • ახალი ამბები

ჯიშკარიანის თქმით, სამხარაულის ბიუროს დასკვნა არის ექსპერტიზაზე ზეწოლა

NewsGeorgia January 26, 2023
ჯიშკარიანის თქმით, სამხარაულის ბიუროს დასკვნა არის ექსპერტიზაზე ზეწოლა

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის ფარგლებშიც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ „ემპათიის” დასკვნა, ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს დოკუმენტი არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

„იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი „ემპათია” დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი „ემპათია” ს დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის „დასაბუთებული” დასკვნები. მათ მოუწევთ, ყველა დასკვნის გასაჯაროება, სადაც დემენციის დიაგნოზი აქვთ დასმული”, – წერს „ფეისბუკის” პირად გვერდზე ჯიშკარიანი.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეახებ ცენტრ „ემპათიის” მიერ მომზადებული დასკვნა შეამოწმა. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა, რამდენად სარწმუნოა „ემპათიის” დასკვნა. მინისტრის განცხადებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიუთითებს, რომ დასკვნა არ არის სარწმუნო და უტყუარი.

ცენტრმა „ემპათიამ” 1 დეკემბერს გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი” მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა “ვივამედში”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: კომპანია „ვაგნერი“ შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად აღიარა
Next: შეერთებული შტატების სანქციები პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტს, ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის გამო

კავშირშია

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა
  • ახალი ამბები

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
  • ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა
  • ახალი ამბები

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

საინტერესო

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
  • ახალი ამბები

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.