Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის მეთაური, რომელიც 30 წელი იძებნებოდა
  • ახალი ამბები

იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის მეთაური, რომელიც 30 წელი იძებნებოდა

NewsGeorgia January 16, 2023
იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის მეთაური, რომელიც 30 წელი იძებნებოდა



იტალიაში დააკავეს მატეო მესინა დენარო, რომელიც მაფიოზური დაჯგუფება Cosa Nostra-ს ხელმძღვანელად ითვლებოდა. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

მაფიის თავკაცი დააკავეს სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა სპეციალური ჯგუფის რამდენიმე ათეული მებრძოლი, რომელთა ნაწილი კლინიკის სხვა პაციენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

დენარო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლ ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობასთან დაკავშირებით. დენაროს ასევე წაყენებული აქვს ბრალდებები მილანში, რომსა და ფლორენციაში მომხდარი აფეთქებების სერიისთვის, რომელთაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ეს სახელმწიფოს დიდი გამარჯვებაა, რომელიც ცხადყოფს, რომ მთავრობა არ ნებდება მაფიის წინაშე“, – განაცხადა დენაროს დაპატიმრების თაობაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.

მატეო დენარო მაფიის „პირველი სიდიდის“ უკანასკნელი ბოსი იყო, რომელიც იძებნებოდა იტალიის სპეცსამსახურების მიერ. 30 წლის წინ დააკავეს სიცილიური მაფიის სხვა მეთაური – ტოტო რიინა – მეტსახელად „მხეცი“, 2006 წელს – მისი მემკვიდრე ბერნარდო პროვენძანო. ვარაუდობენ, რომ მატეო დენარო მაშინაც კი ხელმძღვანელ როლს თამაშობდა ქვეყნის კრიმინალურ სტრუქტურებში, როცა იმალებოდა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: DRI ლევან ბერძენიშვილის საქმეზე: მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია
Next: შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

კავშირშია

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

საინტერესო

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე
  • ახალი ამბები

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.