Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ISW: პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო
  • ახალი ამბები

ISW: პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო

NewsGeorgia January 23, 2023
ISW: პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო



ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმასვლის შემდეგ ჩასვენება დაიწყო, რადგან ვერ შეასრულა საკუთარი ძალებით უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების პირობა.

ამერიკელი ექსპერტები ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ პუტინმა ისევ გადაწყვიტა რეგულარულ არმიას დაეყრდნოს. მან უკრაინაში რუსული ჯარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვით შეცვალა გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელსაც უკრაინული დაზვერვა პრიგოჟინის მოკავშირედ მიიჩნევს.

ISW ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ 15 იანვარს, ქალაქ სოლედარის აღებაზე საუბრისას პუტინს არ უხსენებია პრიგოჟინი, რომელიც მანამდე ირწმუნებოდა, რომ დონეცკის ოლქის ეს ქალაქი მხოლოდ „ვაგნერმა“ დაიპყრო.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, გასული წლის შემოდგომაზე, პუტინმა პრიგოჟინს და სუროვიკინს მისცა საშუალება ეჩვენებინათ, რისი მიღწევა შეუძლიათ, ერთს – ათასობით დაქირავებული პატიმრით და მეორეს – უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმებით.

პრიგოჟინის მცდელობა, აეღო ქალაქი ბახმუტი, წარუმატებელი აღმოჩნდა, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე მასირებული შეტევებით კი, რუსეთმა ვერაფერს მიაღწია, გარდა იმისა, რომ ტანჯვა მოუტანა მოსახლეობას და რაკეტების დიდი ნაწილი დახარჯა.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უკრაინამდე რუსეთი “ვაგნერს” იყენებდა სირიასა და აფრიკაში. “ვაგნერელები” ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

Tags: ახალი ამბები ვაგნერი ომი უკრაინაში პრიგოჟინი რუსეთი

Continue Reading

Previous: პოლიციამ დააკავა ჯგუფ “ვაგნერის” ყოფილი მეთაური, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვს
Next: ამერიკა მოუწოდებს, “ვაგნერის ჯგუფის” წინააღმდეგ სანქციებს სხვებიც შეუერთდნენ

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.