“ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და, მიუხედავად, თეირანსა და მოსკოვს შორის ბრწყინვალე ურთიერთობებისა, ჩვენ არ ვცნობთ უკრაინისგან ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გამოყოფას“, – განაცხადა აბდოლაჰიანმა.
ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი საგარეო პოლიტიკაში თანამიმდევრულად იცავს არჩეულ პრინციპს. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კონფლიქტი უკრაინას არ წარმოადგენს გადაწყვეტას, ჩვენ გვწამს ჩვენი პოზიციისა, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპისა“, -დასძინა აბდოლაჰიანმა.
- რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები;
- კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ განაცხადეს, რომ ანექსიას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ. უკრაინამ განაცხადა, რომ ის შეიარაღებული გზით იბრძოლებს მის კონტროლქვეშ მყოფი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.