დეკემბრის კვირა დღე. საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის გამშვებ პუნქტთან გრძელი რიგია. საქართველოს საბაჟოს კარი 15 წუთში ერთხელ იღება და გრძელ რიგში მდგომი ორივე ქვეყნის მოქალაქეები საპასპორტო კონტროლის განყოფილებაში შედიან. თუ ზაფხულში, რიგში უმეტესად ქართველები იდგნენ, ახლა თურქები სჭარბობენ.