Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • IMF-ის დირექტორი: 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის რთული იქნება
  • ეკონომიკა

IMF-ის დირექტორი: 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის რთული იქნება

NewsGeorgia January 15, 2023
IMF-ის დირექტორი: 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის რთული იქნება



მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი მამოძრავებლები – შეერთებული შტატები, ევროპა და ჩინეთი – ყველა ეკონომიკური აქტივობის შენელებას განიცდის, – განაცხადა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ.

ახალი წელი იქნება „უფრო რთული, ვიდრე ეს წელი, რომელსაც ჩვენ უკან მოვიტოვებთ“, – თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა CBS-ის დილის საინფორმაციო გადაცემასთან Face the Nation საუბრისას.

“რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკის – შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ჩინეთის – ეკონომიკური ზრდა ნელდება“, – აღნიშნა მან.

ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეამცირა, რაც უკავშირდება რუსეთის ომს უკრაინაში, ინფლაციის ზრდას და ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მომატებას, როგორიცაა მაგალითად – აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ ფასების ზრდის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯი.

გეორგიევამ თქვა, რომ ამერიკამ შესაძლოა თავიდან აიცილოს აშკარა შემცირება და რეცესია, რაც მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით მესამედს ემუქრება.

“შეერთებული შტატები ყველაზე გამძლეა – თქვა მან და “მან შეიძლება თავიდან აიცილოს რეცესია. ჩვენ ვხედავთ, რომ დასაქმების ბაზარი საკმაოდ ძლიერი რჩება“, – განაცხადა გეორგიევამ.

მაგრამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თქმით, ეს ფაქტი თავისთავადაც რისკს წარმოადგენს, რადგან მან შეიძლება შეაფერხოს ის პროგრესი, რომლის მიღწევაც ფედერალურ რეზერვს სურს – აშშ-ის ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნების კუთხით. ამერიკაში ინფლაციამ გასულ წელს, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობში, უმაღლეს დონეს მიაღწია. მართალია, 2022 წლის ბოლოს, პიკის გადალახვის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ ის დღეს ფედერალური რეზერვის სასურველ ნიშნულზე, 2 პროცენტზე, თითქმის სამჯერ მაღალია.

Tags: IMF აშშ ახალი ამბები გლობალური ეკონომიკა პროგნოზი

Continue Reading

Next: რუსულ ნავთობზე სანქციები და ძველი ტანკერების ბუმი

კავშირშია

რუსული ტვირთები საქართველოში ცხინვალის გავლით? რუსული ტვირთები საქართველოში ცხინვალის გავლით?
  • ეკონომიკა

რუსული ტვირთები საქართველოში ცხინვალის გავლით?

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული? გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?
  • ეკონომიკა

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა
  • ეკონომიკა

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა

საინტერესო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.