
გერმანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაში.
გერმანიის პროკურატურის მიერ 26 იანვარს გავრცელებული განაცხადებით, არტურ ე. გასულ შაბათ-კვირას დააკავეს მიუნხენის აეროპორტში, როცა ის იქ აშშ-დან ჩაფრინდა.
პროკურატურის განცხადებით, მან რუსეთში ჩაიტანა ინფორმაცია, რომელიც მიიღო გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, კარსტენ ლ.-საგან.
ლ. გასულ თვეში დააკავა გერმანიის პოლიციამ.
რუსეთისთვის გადაცემული ინფორმაციის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.