Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • გენერალმა ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი უკრაინის არმიას გადაურიცხა
  • ახალი ამბები

გენერალმა ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი უკრაინის არმიას გადაურიცხა

NewsGeorgia January 25, 2023
გენერალმა ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი უკრაინის არმიას გადაურიცხა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის იანვარში მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, უკრაინელი გრეგორი(გრიგორი) სტეპანეცის ანდერძით დატოვებული მილიონი დოლარი. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს სტატიაში, რომელიც ეხება უკრაინელების მიერ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხების გადარიცხვას.

გენერალმა ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა. იყო თუ არა ეს ანდერძის პირობა, სტატიაში დაკონკრეტებული არ არის.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ვალერი ზალუჟნიმ თანხა სრულად გადარიცხა არმიის საჭიროებებისთვის ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე და შესაბამისი დადასტურება ბანკიდან მიღებულია 2023 წლის 5 იანვარს. თავად გენერალ ზალუჟნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდნავი ეჭვიც კი არ ჰქონია, რა უნდა გაეკეთებინა მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, რადგან როგორც ჩანს, გრიგორი სტეპანეცსაც სურდა, მისი სახით მხარი დაეჭირა უკრაინის ჯარისთვის.

“უკრაინსკა პრავდა”-ს ცნობით, გრიგორი(გრეგორი) სტეპანეცი 1938 წელს დაიბადა უკრაინის ქალაქ ვინიცაში, უმაღლესი განათლება კი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. პროფესიით მათემატიკოსმა სტეპანეცმა საბჭოთა კავშირი 1989 წელს დატოვა და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც კომპანია Microsoft-ში მუშაობდა.

გამოცემა New York Times-ი უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს, უკრაინის მოქალაქეებმა და კომპანიებმა არმიის ანგარიშზე გადარიცხეს დაახლოებით 500 მილიონი დოლარი.

Tags: ახალი ამბები ვალერი ზალუჟნი ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: დადასტურდა უკრაინაში ევაკუაციისას ორი ბრიტანელი მოხალისის დაღუპვა
Next: აშშ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, რომ უკრაინას გადასცემს ტანკებს Abrams

კავშირშია

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს
  • ახალი ამბები

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

საინტერესო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.