Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • გავრილოვი: აუცილებელია სრულიად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან
  • ახალი ამბები

გავრილოვი: აუცილებელია სრულიად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან

NewsGeorgia January 20, 2023
გავრილოვი: აუცილებელია სრულიად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან



რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა NEWS.ru- სთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავია ფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას“ -აღნიშნა გავრილოვმა.
გავრილოვის სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვას და ტურიზმის განვითარებას.
„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ“ – თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.
რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა -სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ იმედოვნებდა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების მალე განახლებას. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა 2022 წლის განმავლობაში აქტიურად ვითარდება და საქართველოში მშპ-ს 10%-იანი ზრდა სწორედ ტურიზმსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას უკავშირდება.
19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფრენების აღდგენა რაციონალურდ ცუდი არ იქნება “თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია”,- ამბობს სარჯველაძე.
19 იანვარს, უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებ და თქვა, რომ “თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს”.
2021 წლის აგვისტოში, “ქართული ოცნების” თავმჯომდარე ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება.”წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე”, – ამბობდა ირაკლი კობახიძე.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.
პირდაპირი ავიამიმოსვლა კი საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.
პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეები აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის „კომუნისტი” დეპუტატის სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: სროლის შედეგად დაზიანდა ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა
Next: ისმოდა შემაძრწუნებელი კივილი – თვითმხილველი იხსენებს, რა მოხდა საგარეჯოში წუხელ

კავშირშია

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

საინტერესო

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება
  • ახალი ამბები

ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.