დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 7000 ადამიანს გადააჭარბა მსხვერპლმა სამოქალაქო მოსახლეობას შორის, დაიჭრა 11 000-ზე მეტი ადამიანი – თუმცა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისიამ 16 იანვარს გამოთქვა ვარაუდი, რომ რეალური მონაცემი გაცილებით მაღალია, რადგან ადგილებში, სადაც ბრძოლები ინტენსიურია, ინფორმაციის დაზუსტება რთულია.
“სამოქალაქო პირთა შორის აღრიცხული მსხვერპლი ძირითადად გამოწვეული იყო ფართო რადიუსის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო ცეცხლით, ზალპური სარაკეტო სისტემებით, რაკეტებით, და საჰაერო დარტყმებით” – აცხადებს გაერო თავის ანგარიშში.