ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა საიმისოდ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება გამოყენებულ იქნეს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის – იუწყება Financial Times-ი 23 იანვარს.
მიშელის თქმით, მას სურს გაანალიზდეს გაყინული ქონების მოგების მოპოვებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, და ეს მოგება შემდგომში უკრაინის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯოს – წერს ბრიტანული გამოცემა.
27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთის ქონება გაყინა უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის პასუხად.