Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • ევროპული ბანკი რუსული ნავთობის ტრანზიტისთვის საფასურის გადახდის ოპერაციას გაატარებს
  • ეკონომიკა

ევროპული ბანკი რუსული ნავთობის ტრანზიტისთვის საფასურის გადახდის ოპერაციას გაატარებს

NewsGeorgia January 15, 2023
ევროპული ბანკი რუსული ნავთობის ტრანზიტისთვის საფასურის გადახდის ოპერაციას გაატარებს



სააგენტო “როიტერის ცნობით, სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია „სლოვნაფტმა“ და საქმეში ჩახედულმა კიდევ ერთმა წყარომ განაცხადეს, რომ ევროპული ბანკი დათანხმდა რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის საფასურის გადახდის ოპერაცია ჩაატაროს და ამით აღმოფხვრას მიზეზი, რის გამოც გასულ კვირაში ცენტრალურ ევროპას მიწოდება შეუჩერდა.

ყველა მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ეს გადახდა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ნავთობის დინება განახლდეს და ამასთან ერთად, რეგიონში ტრანზიტის საფასურის მომავალი ტრანზაქციებისთვის პირობები შექმნას.

სამშაბათს, მილსადენის რუსულმა მონოპოლისტმა “ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ 4 აგვისტოდან ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში და სლოვაკეთში „დრუჟბა“ მილსადენით ნავთობის მიწოდება დროებით შეჩერდა, რადგან დასავლურმა სანქციებმა საშუალება არ მისცა უკრაინული სატრანზიტო კომპანია „უკრტრანსნაფტასთვის“ ტრანზიტის საფასური გადაეხადა.

უნგრეთის და სლოვაკეთის მიმართულებით მიწოდება ოთხშაბათს მას შემდეგ განახლდა, რაც უნგრულმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია „მოლმა“ (MOL) და მისმა სლოვაკურმა ფილიალმა „სლოვნაფტმა“ იპოვეს შემოვლითი გზა და უკრაინის სატრანზიტო კომპანიას საფასური თვითონ გადაუხადეს. მაგრამ, ჩეხეთის რესპუბლიკის მომარაგება არ განახლებულა, რადგან ბანკმა გადახდის ოპერაცია დაბლოკა.

საქმეში ჩახედულმა სხვა წყარომ თქვა, რომ ჰოლანდიურმა ბანკმა „ინგ“ (ING) თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და გადახდის ოპერაციას ბლოკი მოუხსნა. ჩეხეთის რესპუბლიკის რუსული ნავთობით მომარაგება შაბათს განახლდება.

Tags: ახალი ამბები ეკონომიკა ნავთობის მილსადენი ნავთობის ტრანზიტი რუსული ნავთობი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჩეხეთის რესპუბლიკა ცენტრალური ევროპა

Continue Reading

Previous: ევგენია კარა-მურზა: “მე იმედის დაკარგვის უფლება არ მაქვს”
Next: პერუს პროტესტი: პრეზიდენტი ბოლუარტე “არ გადადგება” კვირიანი ძალადობის მიუხედავად

კავშირშია

საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის
  • ეკონომიკა

საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის

ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს
  • ეკონომიკა

ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს

რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”? რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”?
  • ეკონომიკა

რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”?

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.