Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
  • ახალი ამბები

ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

NewsGeorgia January 19, 2023
ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ევროპის ებრაელთა კონგრესმა განაცხადა, რომ შოკირებული და აღშფოთებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარებით და დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ უკრაინის მხარდაჭერის შედარებით ჰიტლერის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ჰოლოკოსტისას 6 მილიონი ებრაელის მკვლელობა გამოიწვია.

კონგრესის პრეზიდენტმა არიელ მუზიკანტმა ამ შედარებას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ ეს ჰოლოკოსტის დამახინჯებაა. ევროპის ებრაელთა კონგრესი მოითხოვს, რომ ლავროვმა ბოდიში მოიხადოს და თავისი სიტყვები უკან წაიღოს.

18 იანვარს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისევე, როგორც ჰიტლერმა მოახდინა ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მობილიზება, დაპყრობა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართვა, აშშ-მაც შექმნა პრაქტიკულად, ყველა ევროპული ქვეყნის კოალიცია და უკრაინის მეშვეობით ომს აწარმოებენ იგივე მიზნით – „რუსული საკითხის“ საბოლოოდ გადასაწყვეტად. ლავროვის სიტყვებით, ისევე, როგორც ჰიტლერს სურდა „ებრაელთა საკითხის“ საბოლოოდ გადაწყვეტა, დღეს დასავლელი პოლიტიკოსები ცალსახად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ ებრაელები აღაშფოთა. 2022 წლის მაისში, იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეადარა ნაცისტური გერმანიის მეთაურ ადოლფ ჰიტლერს და თქვა, რომ ებრაული სისხლი ჰიტლერსაც ჰქონდა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: აშშ და თურქეთი ადასტურებენ უპირობო მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი
Next: სომხეთში სულ მცირე 15 სამხედრო ემსხვერპლა ყაზარმაში გაჩენილ ხანძარს

კავშირშია

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

საინტერესო

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.