“უკრაინამ მომავალში მეტს უნდა მიაღწიოს კორუფციის გამოვლინების საქმეში”, აცხადებს ევროპის კომისია და ამავე დროს, მიესალმება კორუფციაში ბრალდებების გამოძიებას – განაცხადა კომისიის პრესმდივანმა. ის არ შეხებია უკრაინაში მთავრობის წარმომადგენლების ბოლოდროინდელ გადადგომას, რაც კორუფციის სფეროში გამოძიებას უკავშირდება. თუმცა მან თქვა, რომ ანტიკორუფციული ზომების გატარება მნიშვნელოვანი პირობაა საფინანსო დახმარებისთვის, ასევე ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებისთვის.
კომისია მჭიდრო კავშირშია კიევთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კიევისთვის მიწოდებული დახმარების სასარგებლოდ გამოყენება, განაცხადა პრესმდივანმა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კორუფციის შესახებ ევროკავშირის ანგარიში კრიტიკულია, კომისია ცდილობს დაიცვას უკრაინა მიღწეულის წინსვლის გამო.
ევროკავშირმა უკრაინას გასულ კვირაში გადაურიცხა სამი მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი. წლის ბოლომდე ეს თანხა 15 მილიარდი ევროთი უნდა გაიზარდოს.
თანამდებობიდან გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეიარაღებული ძალების ზურგის მომარაგებაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რეზნიკოვმა შაპოვალოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. 24 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა წინა ღამით მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ, რომელიც კოორდინაციას უწევდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს და ომით დანგრეული რაიონების აღდგენას. ტიმოშენკომ გადადგომის მიზეზი არ დააკონკრეტა. დღეს ოფიციალურად დადასტურდა ცნობაც, რომ თანამდებობა დატოვა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ოლექსი სიმონენკომ, რომელმაც უკრაინული მედიის ცნობით, საახალწლო შვებულება ოჯახთან ერთად ესპანეთში გაატარა.
უკრაინის მინისტრმა კაბინეტმა მიიღო სუდ მიიღო საკადრო გადაწყვეტილებები მინისტრების ექვსი მოადგილის და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხუთი ხელმძღვანელის განთავისუფლების შესახებ.